ათალოსის სტოა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტოას რეკონსტრუქცია თანამედროვე ათენში.
რეკონსტრუქციის ინტერიერი.

ათალოსის სტოასტოას ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ნიმუში ათენის აგორაში. იგი ააგო პერგამონის მეფე ათალოს II-მ, რომელიც ძვ. წ. 159-138 წლებში მეფობდა.

ელინისტური ხანისთვის დამახასიათებელი ნიშნით სტოა გაცილებით ორნამენტული და ვრცელი იყო ვიდრე ძველი ათენის ადრეული შენობები. სტოას ზომებია 115x20 მეტრზე და ნაგებია მარმარილოთა და კირქვით. თავისი დროის სხვა შენობებისგან გამოირჩევა იმით, რომ დორიული წყობა გამოყენებული იყო პირველი (მიწის) სართულისთვის იონიური ქვედა შიდა კოლონადით, მაშინ როდესაც იმ დროის შენობებში ძირითადად ერთი ორდერი გამოიყენებოდა. ყველ სართულს ჰქონდა ორი ბაქანი და ოცდაერთი ოთახი დასავლეთის კედლის გასწვრივ. ორივე სართულის ოთახები განათებული იყო კარისა და მცირე ფანჯრების ღიობებით უკანა კედელზე. მეორე სართულზე ამავალი კიბეები მდებარეობდა სტოას ორივე ბოლოში. ზედა სართულის შიდა ორდერი ახალი პერგამენისა იყო, რაც დამახასიათებელი იყო იმ პერიოდისთვის.

ისტორია[რედაქტირება]

სტოა საჩუქარი იყო ქალაქ ათენისთვის, მადლობის ნიშნად იმ განათლებისთვის რომელიც პერგამონმა იქ მიიღო. ამის დასტურად ნაგებობას აქვს ქვაში ნაკვეთი სტელა წარწერით "აგებულია ათალოს II-ის მიერ, პერგამონის მმართველი ძვ. წ. 159-138 წლებში".

სტელას აქტიურად იყენებდნენ სანამ მას 267 წელს ჰერული დაანგრევდა. ნანგრევები ქალაქის დამცავი კედლის ნაწილი გახდა, რისი წყალობითაც ის თანამედროვე პერიოდშიც ადვილი შესამჩნევი იყო. 1940-იან წლებში ათალოსის სტოას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და მუზეუმად გადაკეთდა, რომელსაც ძველი აგორას მუზეუმი ჰქვია.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]