ავშნიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავშნიანი, აბზინდიანინახევრად უდაბნოსა და უდაბნოს მცენარეთა ფორმაცია. ავშნიანს ამიერკავკასიაში ქმნის ლათ. Artemisia fragrans. ჩრდილოეთ კავკასიაში - ლათ. Artemisia taurica, შუა აზიაში - ლათ. Artemisia terrae albae და სხვა.

გავრცელებულია დაბლობ, ვაკე და მთისწინეთის ბიცობ და მომლაშო ნიადაგებზე. უროსთან, კაპუეტასთან, ლეგა ჭანგასთან, წითელწვერასთან, ჩარანთან, ეფერემებთან და სხვასთან ერთად ავშნიანი მცირემოსავლიან კომპლექსურ ფიტოცენოზებს ქმნის.

შემოდგომაზე საქართველოში ავშნიანის ბალახნარის საშუალო მოსავალი 3,4 ცენტნერს შეადგენს ჰექტარზე. ზამთარში - 1,9 ც-ს, გაზაფხულზე - 4,4 ც-ს. ავშნიანი ყუათიანი საკვებია. მის ბალახნარს ცხვარი კარგად ძოვს ყინვების შემდეგ, როდესაც მცენარეს სიმწარე ეკარგება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]