ავღანური მწევარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავღანური მწევარი
წარმოშობის ქვეყანა ავღანეთი
თვისებები
წონა მამრი 25-27 კგ.
მდედრი 23-27 კგ.
სიმაღლე მამრი 70-74 სმ.
მდედრი 64-70 სმ.
ბეწვი ნებისმიერი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ავღანური მწევარი (ავღანი) (პუშტუ: تاژي سپی)‎‎) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ავღანეთში XVII საუკუნეში.

ალბათ, არ არსებობს სხვა ჯიში, რომელიც სილამაზით, ელეგანტურობით და ღირსებით ავღანს შეედრება. ავღანი, რომელსაც დასავლეთში მხოლოდ გარეგნობის გამო _და არა სამუშაოდ) ამრავლებენ — საგამოფენო ძაღლია, რომელიც ნებისმიერ გარემოს დახვეწილობას სძენს. უნდა ითქვას, რომ ავღანეთში ეს მშვენიერი, ჭკვიანი ცხოველი ჯერ კიდევ გამოიყენება ცხვრების და თხების სადარაჯოდ და მგლებზე და მელიებზე სანადიროდ. ხშირი, გრძელი ბეწვი ავღანს სიცივისგან იცავს, თუმცა ყოველდღე დავარცხნა და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მალე ითელება. ავღანი გამოირჩევა დამოუკიდებლობით და ამიტომ ძნელად იწვრთნება და პატარაობიდანვე ფაქიზი მოპყრობა სჭირდება. ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ მოხვდა ეს ჯიში შუა აღმოსავლეთიდან ავღანეთში. აქ არსებობს მისი სამი სახეობა: მოკლებალნიანი; თათებზე და ყურებზე ბალნით; გრძელი და ხშირი ბალნით.

ავღანის ბალნის შეფერილობა ნებისმიერია. ბალნითაა დაფარული ავღანის გრძელი და ძლიერი ფეხები, მკერდზე ბალანი ძალიან თხელი და ნაზია, კისერზე — გრძელი, ზურგზე — უფრო მოკლე და მკვრივი. ავღანის თავი გრძელია, მაგრამ არც ისე ვიწრო, მუქი-ოქროსფერი თვალები თითქმის სამკუთხედია. ავღანი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ასევე ცხელ და ცივ კლიმატს, ძნელად იწვრთნება, კეთილგანწყობილია ბავშვების მიმართ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: