ავქსენტი ცაგარელი
| ავქსენტი ცაგარელი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 9 თებერვალი, 1857 |
| დაბადების ადგილი | სოფ. დიღომი, რუსეთის იმპერია |
| გარდაცვალების თარიღი | 12 აგვისტო, 1902 |
| გარდაცვალების ადგილი | თბილისი, რუსეთის იმპერია |
| საქმიანობა | პოეტი |
| ეროვნება | ქართველი |
| პერიოდი | XIX საუკუნე |
ავქსენტი ცაგარელი ანტონის ძე (დ. 9 თებერვალი, 1857, სოფ. დიღომი, რუსეთის იმპერია — გ. 12 აგვისტო, 1902, თბილისი, რუსეთის იმპერია) — ქართველი დრამატურგი და მსახიობი. აქვსენტი ცაგარელი კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენლად ითვლება. მისი ყურადღების ცენტრშია კაპიტალიზმის შემოჭრით სახეცვლილი საზოგადოებრივი ურთიერთობანი; უსახსროდ დარჩენილი თავადაზნაურობა, რომელიც ვერ თმობს ძველ პრივილეგიებს და უფლებებს. დრამატურგის პირველი პიესა - კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (1878) იყო მძაფრი სოციალური პროტესტი თავგასული თავად-აზნაურების წინააღმდეგ. კომედიაში „ხანუმა“ (1882) ნაჩვენებია ფეოდალური კლასის გაღატაკება და ზნეობრივი დაკნინება. აქვსენტი ცაგარელს ეკუთვნის დრამები, ლექსები, პუბლიცისტური წერილები და სხვ. ა. ცაგარელის დრამატულმა ნაწარმოებებმა დიდი აღიარება მოიპოვა, რაც განაპირობა მისი პიესების ცოცხალმა სასაუბრო ენამ, დახვეწილმა დიალოგებმა, ოსტატურად დახატულმა ტიპაჟმა.[1]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ავქსენტი ცაგარელის შემოქმედებანი ner.ge - ზე - „ქართული ლიტერატურის დიდი ბიბლიოთეკა“
- ავქსენტი ცაგარელი lib.ge-ზე