ავქსენტი მეგრელიძე
ავქსენტი მეგრელიძე (აქვსენტი მეგრელაძე, გვხვდება ზოგ დოკუმენტში) 1877 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში დაიბადა.
- 1885 წელს ავქსენტი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ კი ქუთაისის სასულიერო სემინარიაში შეიყვანეს, რომელიც 1898 წელს დაამთავრა.
სწავლისას ავქსენტი მუსიკისადმი დიდ მიდრეკილებას იჩენდა, გარდა იმისა, რომ გუნდში მღეროდა, ეცნობოდა კიდეც სანოტო ანბანს. მალე იმდენად გაიწაფა, რომ ცნობილმა ლოტბარმა კორნელი მაღრაძემ თავის თანაშემწედ დანიშნა
- 1893 წელს 20 წლის ავქსენტი მეგრელიძემ მუშაობა დაიწყო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, სადაც სხვა საგნებთან ერთად სიმღერა-გალობას ასწავლიდა. პარალელურად იგი ქალაქის სამრეწველო პირველდაწყებით სკოლაში და ქალთა პროგიმნაზიაში მოღვაწეობდა.
- 1900 წლიდან ავქსენტი მეგრელიძე ფოთში საეკლესიო გუნდს ლოტბარობდა და თან პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა. მან ფოთში ჩამოაყალიბა ქართული სიღერისა და ცეკვის ანსამბლი. იგი მრავალი წლის მანძილზე უანგაროდ ხელმძღვანელობდა ანსამბლს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელ საქართველოში.
- 1917 წელს ფოთში მცხოვრებ საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივით ჩამოყალიბდა მომღერალთა ოცდაათ კაციანი გუნდი, რომელსაც სათავეში ავქსენტი მეგრელიძე ჩაუდგა. ავქსენტი ინტერესდება ხალხური საკრავებით. მას დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ხალხური საკრავების მოძიების, შესწავლისა და განვითარების საქმეში.
- 1913 წლის ნოემბერში ანსამბლმა აქტიური მონაწილეობა მიიღო დიდი მსახიობის ლადო მესხიშვილის პატივსაცემად ფოთში გამართულ იუბილეზე.
საიუბილეო სხდომაზე გუნდი აქვსენტი მეგრელიძის ხელმძღვანელობით სხვადასხვა სიმღერებს ასრულებდა და ქართული თეატრის კორიფეს ლადო მესხიშვილის სახელს ხალხური ჰანგებით ამკობდა.
- 1933 წელს ავქსენტი მეგრელიძე საბოლოოდ დამკვიდრდა თბილისში.
- 1933 წელს ჩამოაყალიბა მეჩონგურე ქალთა მწყობრი, რომელშიც ოცამდე ქალი იყო; სწორედ აქ დახელოვნდნენ შემდგომში ჩონგურზე დაკვრის ისეთი ოსტატები, როგორებიც იყვნენ: ელენე ჭუბაბრია, მარგო თედიაშვილი, ნინო მილორავა და სხვანი. მეჩონგურე ქალთა ანსამბლი, რომელსაც ავქსენტი მეგრელიძე ხელმძღვანელობდა მთელი შემადგენლობით შეუერთდა დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ გუნდს, რომელიც ემზადებოდა საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაში მონაწილეობის მისაღებად.
- 1940 წლიდან 1946 წლამდე ავქსენტი მეგრელიძე იყო სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი. ავქსენტი მეგრელიძე უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს რადოიკომიტეტთან არსებულ ქართულ ხალხურ გუნდს.
- 1953 წელს იგი გარდაიცვალა, დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
ქართულ ფოლკლორისტიკაში შეტანილი წვლილისათვის ავქსენტი მეგრელიძეს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. აქვსენტი მეგრელიძის მიერ ჩამოყალიბებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ორი ათეული წლის მანძილზე ჩინებულად ხელმძღვანელობდა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შესანიშნავი ლოტბარი მიხეილ ხავთასი. ანსამბლში წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მომღერალი ძუკუ ლოლუა. აქ მღეროდნენ ქართული სიმღერის ოსტატები: ვ. გუგუშვილი, ძმები ქოიავები, გ.აბრალავა, რ.მიმინოშვილი და სხვები.
სტატიის 