ავტოსტრადა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავტოსტრადა გერმანიაში (2006)

ავტოსტრადა (ავტო... და იტალ. strada — ქუჩა), კეთილმოწყობილი ფართო საავტომობილო გზა. ავტომობილების სხვადასხვა სიჩქარითა და მიმართულებით მოძრაობისათვის ავტოსტრადის სავალი ნაწილი დაყოფილია ზოლებად. სხვა გზებთან ავტოსტრადა სხვადასხვა დონეებად გადაიკვეთება.

ბოლო დროის ქართულ ლექსიკაში სულ უფრო მკვიდრდება ავტობანი, რომელიც იტალიური ავტოსტრადის გერმანულ თარგმანს წარმოადგენს. (ავტო… და გერმ. — გზა, ქუჩა), თუმცა სიტყვა „ავტობანი“ ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია ქართულ ლექსიკოგრაფიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტობანი ჯერ ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ ნასესხობად, ანუ ის ბარბარიზმს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ერთადერთ მისაღებ ფორმად რჩება ავტოსტრადა.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის თანახმად „ავტოსტრადა ავტომაგისტრალთან შედარებით შეიძლება მოკლე იყოს“, რაც სავარაუდოდ იდეოლოგიური კლიშე არის. ავტოსტრადა და ავტომაგისტრალი ფაქტობრივად სინონიმებია; ავტოსტრადა უკავშირდებოდა დასავლურ სამყაროს, ხოლო ავტომაგისტრალი კი უფრო საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებთან ასოცირდებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, ა-ატოცი, თბ., 1975, გვ. 175/3.