ავსტრიის კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავსტრიის ფედერალურ კონსტიტუციაში (გერმ. Bundesverfassung) გულისხმობენ ავსტრიაში მოქმედ ყველა კონსტიტუციური კანონისა და ნორმატიული აქტის ერთობლიობას. ავსტრიის კონსტიტუციური სამართლის ძირითადი დებულებები უმთავრესად მოცემულია ფედერალურ საკონსტიტუციო კანონში. ხშირად სწორედ ეს კანონი იგულისხმება ავსტრიის კონსტიტუციაზე საუბრისას, თუმცა მის გარდა კიდევ არაერთი მოქმედი კანონი და ცალკეული ნორმატიული აქტი არსებობს, რომელიც ავსტრიულ სამართალში კონსტიტუციის რანგშია აყვანილი. ამგვარი დანაწილება და ერთიანი სახის არქონა ავსტრიულ საკონსტიტუციო სამართალში ხშირად დიდ გაურკვევლობებთანაა დაკავშირებული[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Walter Berka, Lehrbuch Verfassungsrecht, Springer, Wien 2005, Rz 74.