ავსტრია-იტალიის ომი
| ავსტრია-იტალიის ომი | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| იტალიის დამოუკიდებლობისათვის ომის ნაწილი | |||||||||
საზღვაო ბრძოლა კ. ლისასთან (1866 წ.) |
|||||||||
|
|||||||||
| მხარეები | |||||||||
| ძალები | |||||||||
| 600,000 | 800,000 | ||||||||
| დანაკარგები | |||||||||
| 20,000 მკვდარი და დაჭრილი | 37,000 მკვდარი ან დაჭრილი | ||||||||
ავსტრია-იტალიის ომი ან მესამე ომი იტალიის დამოუკიდებლობისათვის – ავსტრიის ბატონობისაგან იტალიის საბოლოო განთავისუფლებისა და გაერთიანებისათვის წარმართული ომი.
სექციების სია |
[რედაქტირება] წინაპირობები
1859 წლის ავსტრია-იტალია-საფრანგეთის ომისა და 1859-1860 წლების რევოლუციების შედეგად იტალია ძირითადად გაერთიანდა, რჩებოდა მხოლოდ ვენეცია და პაპის კუთვნილი რომი, რომლებზეც ჯერ კიდევ ავსტრია ბატონობდა. ვენეციის ოლქის გასათავისუფლებლად მთელს იტალიაში გამეფებული იყო ანტიავსტრიული განწყობა. ამით ისარგებლა პრუსიამ, რომელიც ავსტრიის ომისათვის ემზადებოდა. ბისმარკმა საფრანგეთის მეშვეობით კავშირი დაამყარა იტალიასთან. ბისმარკისა და იტალიის გენშტაბის უფროსის გენერალ ალფონსო ფერერო ლა მარმორას მოლაპარაკებების საფუძველზე 1866 წლის 8 აპრილს პრუსია-იტალიას შორის დაიდო ავსტრიის წინააღმდეგ მიმართული სამოკავშირეო ხელშეკრულება.
[რედაქტირება] ომის მსვლელობა
17 ივნისს პრუსიამ ომი გამოუცხადა ავსტრიას. 20 ივნისს გენერალი მარმორა დაახლ. 120 ათასიანი არმიით ვენეციის ოლქში შეიჭრა. 27 ივნისს კუსტოცის ბრძოლაში ავსტრიის არმიამ, რომელიც 78 ათასამდე ჯარისკაცს ითვლიდა, იტალიის არმია დაამარცხა. . 3 ივლისს სადოვის ბრძოლაში ავსტრიელები სასტიკად დამარცხდნენ პრუსიელებთან. ავსტრია იძულებული შეიქმნა ვენეციის ოლქში დისლოცირებული არმიის მნიშვნელოვანი ძალები პრუსიის წინააღმდეგ გადაესროლა. საბრძოლო ვითარების ამგვარმა ცვლილებებმა იტალიელებს შესაძლებლობა მისცა თავად გადასულიყვნენ შეტევაზე ვენეციის ოლქშიც და სამხრეთ ტიროლშიც, სადაც დიდი წარმატებებით იბრძოდა ჯუზეპე გარიბალდის მოხალისეთა კორპუსი. 20 ივლისს იტალიის ფლოტი, რომელიც 12 სახაზო ხომალდისაგან შედგებოდა, დაამარცხა ავსტრიის ფლოტმა 7 სახაზო ხომალდით, თუმცა პრუსიასთან განცდილმა რამდენიმე მარცხმა ავსტრია აიძულა მოლაპარაკება დაეწყო იტალიასთან.
[რედაქტირება] დაზავება
ზავი იტალიასთან 10 აგვისტოს დაიდო. 3 ოქტომბრის ვენის საზავო ხელშეკრულებით ავსტრიამ საფრანგეთშ დაუთმო ვენეციის ოლქი, რომელიც ნაპოლეონ III-მ იტალიის სამეფოს გადასცა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 2, თბ. 2008 წ.
სტატიის