ავსტრალია

ვიკიპედიიდან

(გადამისამართდა გვერდიდან ავსტრალია (ქვეყანა))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ავსტრალია (კონტინენტი).


Commonwealth of Australia
ავსტრალიის კავშირი
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: Advance Australia Fair
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი კანბერა
35°18′S 149°08′E
უდიდესი ქალაქი სიდნეი
ოფიც. ენები ინგლისური
მთავრობა საპარლამენტო და კონსტიტუციური მონარქია
  -მონარქი ელისაბედ II
  -გენერალ-გუბერნატორი მაიკლ ჯეფერი
  -პრემიერ-მინისტრი კევინ რუდი
ფართობი
 - საერთო
 
 - წყალი (%)
 
7,741,220 კმ² (მე-6)
 
  1%
მოსახლეობა
 - 2008 სავ.
 - 2006 ცენზი
 - სიმჭიდროვე
 
21,225,000 (53-ე)
19,855,288
2.6 ად/კმ² 
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2007მიახლ.
$18.4 მილიარდი (მე-17)

$34,359 (14-ე)
აგი (2007) 0.962 (მაღალი) (მე-3)
ვალუტა ავსტრალიური დოლარი (AUD)
დროის სარტყელი (UTC +8-დან +10.5-მდე)
  -ზაფხულის დრო (UTC +9-დან +11.5-მდე)
ქვეყნის კოდი AUS
ccTLD .au
სატელეფონო კოდი +61



სექციების სია

[რედაქტირება] სახელწოდება

  • ოფიციალური: ავსტრალიის კავშირი.
  • ინგლისური: Australia, Commonwealth of Australia.
  • ეტიმოლოგია: წარმოსდგება ლათინურისაგან terra australis incognita ანუ „უცნობი სამხრეთი მიწა“. მეტიუ ფლინდერსი (1774-1814) იყო პირველი ევროპელი მკვლევარი, რომელმაც გარს შემოუარა კონტინენტს, აღწერა მისი სანაპირო ზოლი და თავის პუბლიკაციებში პირველად გამოიყენა ტერმინი „ავსტრალია“.
  • ქვეყნის კოდი: AU.


[რედაქტირება] გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ნახევარსფეროში, ავსტრალიის მატერიკზე, კუნძულ ტასმანიასა და მრავალრიცხოვან პატარა კუნძულებზე. ავსტრალიის მფლობელობაშია რამდენიმე მცირე კუნძული, ე.წ. გარე ტერიტორიები, აგრეთვე სექტორი ანტარქტიდაზე.

  • ფართობი: 7.686.850 კვ.კმ.
  • საზღვაო საზღვარი: 27,945 კმ.
  • ბუნება: ტერიტორიის 40% ტროპიკებს წარმოადგენს, ერთი მესამედი უდაბნოა (დიდი ქვიშიანი უდაბნო, ვიქტორიის დიდი უდაბნო, გიბსონის ქვიანი უდაბნო). გეოგრაფიული რაიონები - დას. ავსტრალიის ზეგანი, ცენტრ. დაბლობი, აღმ. ავსტრალიის მთები. მთის მასივები - მაკდონელი, ჰამერსლი, კიმბერლი, ნალარბორი, ავსტრალიის ალპები. უმაღლესი მწვერვალი - მთა კოსციუშკო, 2.228 მ. უდიდესი მდინარეები (კმ) - დარლინგი 2740, მარი (მურეი) 2520, მარამბიჯი 1575, ლაკლანი 1370. უდიდესი ტბები (კვ.კმ) - ეირი 9.500, ტორენსი 5.745, გერდნერი 4.351. უდიდესი კუნძულები (კვ.კმ) - ტასმანია 64.519, მელვილი 5.786, კენგურუ 4.416. ნახევარკუნძულები - კეიპ-იორკი, არნემლენდი, ეირი. კლიმატი - მშრალი, ტროპიკული, ზომიერი.
  • ბუნებრივი რესურსები: ბოქსიტები, ქვანახშირი, რკინის მადანი, სპილენძი, კალა, ოქრო, ვერცხლი, ურანი, ნიკელი, ვოლფრამი, მინერალური სილა, ტყვია, თუთია, ალმასი, ბუნებრივი აირი, ნავთობი;


[რედაქტირება] სახელმწიფო

ავსტრალიის პარლამენტის შენობა
ავსტრალიის პარლამენტის შენობა
  • სახელმწიფო სისტემა: კონსტიტუციური მონარქია - ფედერალური საპარლამენტო სახელმწიფო.
  • სახელმწიფოს მეთაური: დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II (1952 წლიდან), რომელსაც ქვეყანაში წარმოადგენს გენერალ-გუბერნატორი.
  • მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი (John Winston HOWARD, 1996).
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (150+76 წევრი).
  • ეროვნული დღესასწაული: 26 იანვარი - ავსტრალიის დღე.


[რედაქტირება] ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 6 შტატი (state) და 2 ტერიტორია (territory).

ახალი სამხრეთ უელსიდასავლეთი ავსტრალიავიქტორიაკვინსლენდისამხრეთი ავსტრალიატასმანიაფედერალური ტერიტორიაჩრდილოეთი ტერიტორია


[რედაქტირება] სამფლობელოები

ეშმორი და კარტიექოქოსის (კილინგის) კუმძულებინორფოლკიქორალის ზღვის კუნძულებიშობის კუნძულიჰერდი და მაკდონალდი

[რედაქტირება] დემოგრაფია


[რედაქტირება] ეკონომიკა

საკვანძო როლი ენიჭება სამთო-მოპოვებით მრეწველობას და სოფლის მეურნეობას. აქვს ენერგეტიკული და მინერალური ნედლეულის დიდი მარაგი.

  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 383 მლრდ $ (მე-14 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 20.650 $; სტრუქტურა (%): სოფლის მეურნეობა 8, მრეწველობა 22, მომსახურება 69.
  • ბიუჯეტი: 86.800 მლნ $.
  • ვალუტა: ავსტრალიური დოლარი (AUD);


[რედაქტირება] ისტორია

  • XX ს.: ავსტრალიის კავშირი შეიქმნა 1901 წელს, ავტონომია დიდი ბრიტანეთისაგან მიიღო 1942 წელს. [[1967] წელს აბორიგენებს მიეცათ ყოველგვარი მოქალაქეობრივი უფლება. 1999 წელს აქ ჩატარდა რეფერენდუმი, რომელისაც უნდა გაერკვია ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის საკითხი. მოსახლეობის უმრავლესობამ უარყო რესპუბლიკური მოწყობის მოდელი და მხარი დაუჭირა არსებულ სისტემას.


[რედაქტირება] მემკვიდრეობა

  • სიდნეი - ავსტრალიის მუზეუმი, სამხატვრო გალერეა;
  • მელბურნი – ვიქტორიის ეროვნული გალერეა, ეროვნული სტადიონი;
  • ბრისბენი - ბოტანიკური ბაღი (1899 წ.),
  • კანბერა — რადიოტელესკოპი, რომლითაც აღმოჩენილ იქნა კვაზარი და პულსარი.
  • კაკადუს ეროვნული პარკი, დიდი ბარიერის რიფი, ტასმანიის ნაკრძალი, ვილანდრას ტბათა რეგიონი.


[რედაქტირება] ცნობილი ავსტრალიელები (XX ს.)

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

პირადი ხელსაწყოები
სხვა ენებზე