ავატარი (2009 წლის ფილმი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავატარი
ფილმის პოსტერი
ფილმის პოსტერი
ჟანრი:

ფანტასტიკა

რეჟისორი:

ჯეიმზ კემერონი

პროდიუსერი:

ჯეიმზ კემერონი
ჯონ ლანდაუ

სცენარის ავტორი:

ჯეიმზ კემერონი

მთავარ როლებში:

სემ ვორთინგტონი
ზოი სალდანა
სტივენ ლენგი
მიშელ როდრიგეზი
ჯოვანი რიბისი
სიგურნი უივერი

კომპოზიტორი:

ჯეიმზ ჰორნერი

ოპერატორი:

მაურო ფიორე

მონტაჟი:

ჯეიმზ კემერონი
ჯონ რეფუა
სტივენ რივკინი

მხატვარი:

უეინ ბარლოუ, ჯორდუ შელი,

კინოსტუდია:

Lightstorm Entertainment
Dune Entertainment
Ingenious Film Partners

დისტრიბუტორი:

20th Century Fox

გამოსვლის თარიღი:

დეკემბერი 10, 2009 (2009-12-10)
(ლონდონური პრემიერა)
17 დეკემბერი, 2009
(ინგლისი)
18 დეკემბერი, 2009
(აშშ)

ხანგრძლივობა:

162 წთ.

ქვეყანა:

დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ

ენა:

ინგლისური

ბიუჯეტი:

237 მილიონი აშშ დოლარი

შემოსავალი:

$2,782,275,172[1]

ვებგვერდი:

http://www.avatarmovie.com

IMDb პროფილი

ავატარი (ინგლ. Avatar) — 2009 წლის სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ეპიკური ფილმი სემ უორტინგტონის, ზოი სალდანას და სიგურნი უივერის მონაწილეობით. ფილმის რეჟისორი ისევე, როგორც იდეისა და სცენარის ავტორი ჯეიმზ კემერონია. სიუჟეტი ვითარდება 2154 წელს, როდესაც ადამიანები უძვირფასეს მინერალზე, ე.წ. ანობტანიუმზე ნადირობენ ალფა კენტავრის ვარსკვლავური სისტემის დედამიწის-მსგავს ბუნებრივ თანამგზავრზე, პანდორაზე. კოლონისტთა ექსპანსია საფრთხეს უქმნის როგორც პანდორას მკვიდრ ნა’ვი-ს ჰუმანოიდთა რასას, ისევე მის მთელ ეკოსისტემას. პანდორას მოსახლეობასთან დასაკავშირებლად ადამიანები გენური ინჟინერიის მეშვეობით შექმნილ სხეულებს იყენებენ.

„ავატარზე“ მუშაობა 1994 წლიდან დაიწყო, როდესაც კემერონმა ფილმის 80-გვერდიანი კინოსცენარი დაწერა. გადაღებები 1997 წლის ტიტანიკის დასრულების შემდგომ უნდა დაწყებულიყო, ფილმის გამოსვლა კი 1999 წელს იგეგმებოდა, თუმცა რეჟისორის განმარტებით, იმდროინდელი ტექნოლოგიები ფილმის საკუთარი ვერსიის შექმნას ვერ უზრუნველყოფდა. ნა’ვი-ს უცხოპლანეტელთა რასის სასაუბრო ენაზე მუშაობა 2005 წლის ზაფხულში დაიწყო, 2006 წლის დასაწყისიდან კი კამერონი შეუდგა სცენარისა და „ავატარის“ ფიქციური სამყაროს დახვეწა-განვითარებას.

ფილმის ოფიციალური ბიუჯეტი $237 მილიონს შეადგენს. სხვა წყაროები იტყობინება, რომ „ავატარის“ გადაღება მიახლ. $280–310 მილიონი დაჯდა, პლიუს $150 მილიონი მარკეტინგისთვის. ფილმი გამოვიდა როგორც ტრადიციული ორ-განზომილებიანი, ისევე 3D (სამ-განზომილებიანი) ფორმატით. „ავატარი“ დიდ გარღვევად შეფასდა კინოწარმოების ტექნოლოგიებში. კამერები, რომლებითაც მას იღებდნენ, სპეციალურად ფილმის შესაქმნელად დამზადდა. კრიტიკულ და კომერციულ წარმატებას ადასტურებს მისი გამოსვლის პირველივე დღეს შემოსული 27 მილიონი დოლარი.

„ავატარის“ პრემიერა 2009 წლის 10 დეკემბერს შედგა ლონდონში, მსოფლიო-მასშტაბით კი 16 დეკემბრიდან გავიდა. საოცრად მოკლე დროში „ავატარმა“ წარმოუდგენელი მოგება ნახა და მსოფლიოს ყველა დროის მაღალ-შემოსავლიან ფილმთა სიაში პირველი ადგილი დაიკავა, უკან ჩამოიტოვა რა ტიტანიკი, რომელიც 12 წლის მანძილზე ფლობდა ამ საპატიო ტიტულს. კამერონის დაპირებისამებრ, 2014 წელს გამოვა „ავატარის“ მეორე ნაწილიც.

სექციების სია

[რედაქტირება] სიუჟეტი

2154 წელი. ჯეიკ სალი ყოფილი სამხედროა, რომელიც საზღვაო ძალებში მსახურობდა. ის დაჭრეს ვენესუელაში, რის გამოც ინვალიდის ეტლზე სამუდამოდ მიჯაჭვული დარჩა. მისი ტყუპისცალი ძმა, რომელიც მეცნიერია, აპირებს 4.3 სინათლის წელიწადის მანძილზე არსებულ პლანეტა პანდორაზე, სადაც კორპორაციები მოიპოვებენ მინერალ ანობტანიუმს, რომელიც დედამიწაზე დიდ ფასეულობას წარმოადგენს.

ავატარები წარმოადგენენ გენური ინჟინერიის დახმარებით შექმნილ ჰიბრიდებს, რომლებიც შედგენილები არიან ადამიანის და პლანეტა პანდორას ძირძველი მოსახლეების, ნა’ვის დნმ-ის კომბინირებით. შესაძლოა ავატარის დისტანციურად მართვა - ოღონდ მხოლოდ ისეთი ოპერატორის მიერ, რომლისთვისაც ის იქნა შექმნილი (ან მისი გენეტეკური ტყუპისცალის მიერ).

ჯეიკის ძმა უცნაურ ვითარებაში იღუპება პანდორაზე გაფრენის წინ. ვინაიდან ახალი ავატარის შექმნა ძვირი ჯდება, ჯეიკს (რომელიც ძმის ტყუპისცალია) შესთავაზებენ პლანეტაზე ავატარის მართვას, მიუხედავად იმისა, რომ მას მეცნიერული გამოცდილება არ გააჩნია. თავდაპირველად ის თანხმდება ამაზე, ვინაიდან იმედი აქვს, რომ შესძლებს ოპერაციისათვის ფულის დაგროვებას და კვლავ სიარულს (ჯეიკი ინვალიდის ეტლზეა მიჯაჭვული).

პანდორაზე ჯეიკის ავატარის ამოცანას წარმოადგენს ნა’ვის ტომის მხრიდან სიმპატიებისა და ნდობის გამოწვევა, სინამდვილეში კი მან უნდა დაარწმუნოს აბორიგენები, გადასახლდნენ სხვაგან, ვინაიდან ადამიანების ამოცანებში შედის მათი მთავარი საცხოვრებლის, გიგანტური ხის ქვეშ მდებარე ანობტანიუმის დიდი მარაგის დედამიწაზე გადაზიდვა. ამასთან ერთად, ჯეიკს ავალებენ სხვა სასარგებლო ინფორმაციის მოპოვებასაც, იმ შემთხვევისათვის, თუკი აბორიგენები გაჯიუტდებიან და საჭირო გახდება მათ მიმართ ძალის გამოყენება. ნეიტირი, ულამაზესი აბორიგენი ქალი, ერთ-ერთი ტომის წინამძღოლის შვილი, გადაარჩენს ჯეიკს და სწორედ აქედან მოყოლებული ის შედის ტომთან კონტაქტში. ჯეიკი სწავლობს მათთან ცხოვრებას, მათ ადათ-წესებს და ბრძოლას.

რაც უფრო მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს ჯეიკი და ნეიტირი, მით უფრო პატივს სცემს ის ნა’ვის ჰარმონიულ სამყაროს. მალე კოლონიის მმართველობა გადაწყვიტავს, გააგდოს აბორიგენები. ამავე დროს ჯეიკი ყველაზე მეტად დაახლოებულია ნეიტირისთან. მან იცის, რომ ადამიანების შემოტევა კატასტროფის ტოლფასია. მისი თხოვნა ძალისმიერი საშუალებებით პლანეტის აღებაზე შედეგს არ გამოიღებს. მაშინ ჯეიკი აჯანყებას იწყებს.

თანამოაზრეებთან ერთად იგი იპარავს ავატარების მართვის მოწყობილობებს და გადადის ნა’ვის მხარეს. ის აერთიანებს ნა’ვის ყველა ტომს და ადამიანების წინააღმდეგ აჯანყებს. მწარე ბრძოლის დროს განადგურებულია ჯარების დიდი რაოდენობა და მოკლულია მთავარი მოწინააღმდეგე - პოლკოვნიკი კუორიჩი, რომელიც ნა’ვის განადგურებას აპირებდა. ცოცხლად დარჩენილები გაგდებულები არიან პლანეტიდან დანაგვიანებულ და ბუნებრივი რესურსების გარეშე დარჩენილ დედამიწაზე - იმ პირობით, რომ ანობტანიუმის მოპოვება შეწყდება.

ჯეიკი რჩება აბორიგენებს შორის და საბოლოოდ წყვეტს კავშირს ადამიანურ სხეულთან, გადასახლდება რა ავატარში სიცოცხლის ხის ეივას ბიოლოგიური ენერგიის დახმარებით.

[რედაქტირება] როლები და პერსონაჟები

[რედაქტირება] ადამიანები

  • სემ ვორთინგტონი - კაპრალ ჯეიკ სალის როლში. სალი ფილმის მთავარი გმირია, რომელიც საზღვაო ძალებიდან ავატარის პროგრამისათვის პლანეტა პანდორაზე გადაიყვანეს. სამხედრო წარსულის გამო ნა’ვის მებრძოლები უფრო ადვილად პოულობენ მასთან ენას.

[რედაქტირება] ჯილდოები

[რედაქტირება] სქოლიო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე