ავადჰარა (კურორტი)
ავადჰარა[1], აუადჰარა — კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. ავადჰარის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე ავადჰარის ხეობაში. ზღვის დონიდან 1600 მ, გუდაუთიდან 75 კმ. გარშემორტყმულია ნაძვის, სოჭისა და წიფლის ტყით დაფარული მთებით. იცის გრილი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. დასახლება სეზონურია.[2]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 14.
- ↑ უშვერიძე გ., ბაგრატიონი ე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 55.