აერაცია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წყლის აერაცია

აერაცია (ბერძნ. ἀήρ – ჰაერი) — წყლის გაჯერება ჰაერის ჟანგბადით, აერაციას ატარებენ წყალსადენის გამწმენდ ნაგებობებში, რომ წყალს მოაცილონ რკინის ჰიდროჟანგი, თავისუფალი ნახშირმჟავა და გოგირდწყალბადი.

აერაცია არსებითად აუმჯობესებს წყლის ხარისხს. ჩამდინარე წყლის ბიოლოგიური წმენდის ნაგებობებში (აეროტენკი, აეროფილტრი, ბიოფილტრი) აერაციას მიმართავენ იმ მიკროორგანიზმთა (აერობული ბაქტერიები) ცხოველმოქმედების გასაზრდელად, რომლებიც უზრუნველყოფენ წყალში გახსნილი ორგანული ნივთიერებებისა და სხვა სიბინძურის მინერალიზაციას.

ორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ ნიადაგის აერაციის ფენაში და მონაწილეობენ ნიადაგთწარმოქმნაში მათ აერობიონტები ეწოდებათ[1].

[რედაქტირება] ლიტერატურა

[რედაქტირება] სქოლიო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე