ადრიანეს ვილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილა-ადრიანა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 41°56′31″ ჩ. გ. 12°46′31″ ა. გ. / 41.94194° ჩ. გ. 12.77528° ა. გ. / 41.94194; 12.77528
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1999  (23-ე სესია)
ნომერი 907
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 907
ინგლ.რუს.ფრ.

ვილა-ადრიანა (იტალ. Villa Adriana) — რომაული არქეოლოგიური კომპლექსი იტალიაში, ლაციოს რეგიონის ქალაქ ტივოლიში.

ვილა ქალაქ ტიბურში (თანამედროვე ტივოლი) რომის იმპერატორმა ადრიანემ ახ. წ. II საუკუნის მესამე დეკადაში ააშენა, როგორც რომის გარეთ მდებარე რეზიდენცია. ადრიანეს არ მოსწონდა რომში, პალატინის ბორცვზე მდებარე სასახლე, რაც აღნიშნული ვილის მშენებლობის დაწყების მიზეზი გახდა. მისი მეფობის ბოლო წლებში, იგი რომის იმპერიის მართვას სწორედ ამ ვილიდან ახორციელებდა. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში იგი სამეფო კარის საცხოვრებელსაც წარმოადგენდა. რომთან, რომელიც აქედან 18 მილში მდებარობდა, შენარჩუნებული იყო საფოსტო კავშირი.

ადრიანეს შემდეგ, ვილას მისი სხვადასხვა მემკვიდრეები იყენებდნენ. რომის იმპერიის დაკნინების შემდეგ, ვილა გამოუყენებელი გახდა და თანდათან ნანგრევებად იქცა. XVI საუკუნეში, კარდინალმა იპოლიტო II დ’ესტემ ვილა-ადრიანადან მარმარილოს სტატუეტები შორიახლოს მდებარე საკუთარ ვილა-დ’ესტეში გადაიტანა.

1999 წლიდან, ვილა-ადრიანა შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში და მის სიახლოვეს მდებარე ვილა-დ'ესტესა და ქალაქ ტივოლისთან ერთად, მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: