ადრასტოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადრასტოსი (ბერძნ. Ἄδραστος) - ბერძნულ მითოლოგიაში დაახლოებით ექვს პიროვნებას აღნიშნავს:

ადრასტოსი, ტალაოსის ვაჟი[რედაქტირება]

არგოსის მეფე ტალაოსის ვაჟი. ამფიარაოსისაგან განდევნილი გაიქცა ბაბუასთან სიკიონში და მისი სიკვდილის შემდეგ, ამ ქვეყნის მეფე გახდა. მან დააწესა ნემეური თამაშობანი. ადრასტოსს უწინასწარმეტყველეს, რომ მისი ქალიშვილები ცოლებად გაჰყვებოდნენ გარეულ ტახსა და ლომს. მართლაც, მან ქალიშვილები გაატანა გმირებს: პოლინიკესა და ტიდევსს, რომელთა ფარებზეც გამოსახული იყვნენ გარეული ტახი და ლომი. ადრასტოსის ქალიშვილის, არგეასა და პოლინიკეს ქორწინება გახდა მიზეზი "შვიდთა თებეს წინააღმდეგ" ლაშქრობისა. ცნობილია, რომ ეს ლაშქრობა უიღბლო გამოდგა და შვიდი მხედართმთავრისგან დარჩა მხოლოდ ადრასტოსი, ისიც აპოლონისგან ნაჩუქარი ჯადოსნური სიჩქარის მქონე ცხენის წყალობით. ათი წლის შემდეგ, იგი ხელმძღვანელობს ძლევამოსილ ეპიგონთა ლაშქრობას თებეს წინააღმდეგ. ამ ლაშქრობის დროს, დაიღუპა მისი ვაჟი ეგიალევსი და თვით კი დარდს გადაყვა.

ადრასტოსის კულტი გავრცელებული იყო სიკიონში. შესაძლებელია, იგი იყოს სიკიონის ძველი, მიწისქვეშა ძალების ღვთაება. საბერძნეთში ადრასტოსის კულტი შეერწყა დიონისეს კულტს.

ადრასტოსი, გორდიასის ვაჟი[რედაქტირება]

ადრასტოსი, მეროპის ვაჟი[რედაქტირება]

ადრასტოსი, ტროელი ევრიდიკეს მამა[რედაქტირება]

ადრასტოსი, პოლინიკეს ვაჟი[რედაქტირება]

ადრასტოსი, ტროელი[რედაქტირება]

ტროას ომის დროს, ეს ადრასტოსი აგამემნონმა მოკლა.