ადის-აბების შეთანხმება (1972)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადის-აბების შეთანხმება.

ადის-აბების შეთანხმება (ინგლ. Addis Ababa Agreement) — სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელმაც დაასრულა სუდანის პირველი სამოქალაქო ომი. ხელი მოაწერეს 1972 წელს ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება აისახა სუდანის კონსტიტუციაში.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადის-აბების შეთანხმებამ სუდანის სამ სამხრეთულ რეგიონს მოუტანა ფართო ავტონომია. შეიქმნა 12 ათასიანი არმია, რომელიც დაკომპლექტდა სამხრეთელი და ჩრდილოელი ოფიცრებისაგან. არაბული ენა აღიარეს სუდანის ერთადერთ ოფიციალურ ენად, ხოლო ინგლისურს მიენიჭა რეგიონალური ენის სტატუსი სამხრეთის რეგიონებში[1].

ხელშეკრულების დარღვევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეთანხმებამ ვერ მოახერხა დაძაბულობის დასრულება ქვეყანაში. შეთანხმებით უკმაყოფილო იყო სამხრეთ სუდანის რეგიონის მოსახლეობა. 1983 წელს პრეზიდენტმა ჯაფარ ნიმეირმა გამოაცხადა ისლამური სახელმწიფოს შექმნა, რომელიც შარიათის კანონებით იცხოვრებდა. შარიათის კანონებს უნდა დამორჩილებოდნენ სამხრეთში მცხოვრები ქრისტიანებიც. სწორედ ამ მიზეზით 1983 წლის 5 ივნისს დაიწყო სუდანის მეორე სამოქალაქო ომი[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სუდანის ისტორიის ქრონოლოგია
  2. HISTORY OF SOUTHERN SUDAN (HOSS) | Pachodo.org English Articles. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-16. ციტირების თარიღი: 2015-01-14.