ადენოზინტრიფოსფორმჟავა
ვიკიპედიიდან
ადენოზინტრიფოსფორმჟავა (ატფ) არის უჯრედის ნებისმიერი ფუნქციის ენერგიით უზრუნველყოფის უშუალო წყარო. უჯრედის ყოველგვარი აქტივობა — მოძრაობა, ბიოსინთეზი, ელექტრობის გენერაცია და სხვ. — ხორციელდება ატფ-ის ჰიდროლიზის შედეგად გათავისუფლებულ ენერგიის ხარჯზე.
[რედაქტირება] ქიმიური თვისებები
ქიმიური სტრუქტურის მიხედვით ატფ განეკუთნება ნუკლეოტიდებს. ის შეიცავს ადენოზინს და ფოსფორმჟავას სამ ნაშთს. თავად ადენოზინი შედგება აზოტოვანი ფუძე ადენინისა და ნახშირწყალ რიბოზასგან.
ატფ-ის ემპირიული ფორმულაა: C10H16N5O13P3.
ატფ-ის მოლეკულური სტუქტურა არასტაბილურია, სპეციფიკური ფერმენტების ზეგავლენით ის განიცდის ჰიდროლიზს — იერთებს წყლის მოლეკულას და იხლიჩება:
- ატფ + H2O → ადფ + H3PO4 + ენერგია
- ატფ + H2O → ამფ + H4P2O7 + ენერგია
ამ დროს საბოლოო ფოსფორიანი ნაშთი გვაძლევს ფოსფორმჟავას, ხოლო ატფ გარდაიქმნება ადენოზინდიფოსფორმჟავად (ადფ) ან ადენოზინმონოფოსფორმჟავად (ამფ). ამ რეაქციის შედეგად თავისუფლდება 40-დან 60-მდე კ ჯოულ/მოლი ენერგია.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
- ადენოზინდიფოსფორმჟავა (ადფ)
- ადენოზინმონოფოსფორმჟავა (ამფ)
- მიტოქონდრია

