ადენოვირუსული ინფექცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადენოვირუსული ინფექცია - სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ნაწლავების ლორწოვანი გარსისა და ლიმფური კვანძების დაზიანებაც ახასიათებს. ის წელიწადის ყოველ დროს გვხვდება, მაგრამ ხშირდება შემოდგომა-ზამთარში. ყველაზე მეტად 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის არის გავრცელებული. დაავადების გადატანის შემდეგ, 100-დან 95 შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმში ჩნდება ადენოვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, ამიტომ მოზრდილებს, რომლებმაც ბავშვობაში იავადმყოფეს, იშვიათად ხვდებათ ან თითქმის უსიმპტომოდ გადააქვთ ეს დაავადება.

მიმდინარეობა და სიმპტომები[რედაქტირება]

დაავადების გამომწვევია ადენოვირუსი, რომელსაც ახასიათებს:

56 °C ტემპერატურაზე ადენოვირუსი 30 წუთს ძლებს. იღუპება მასზე ულტრაიისფერი სხივებისა და ქლორის შემცველი პრეპარატების ზემოქმედებით.

ადენოვირუსი ორგანიზმზე სხვადასხვაგვარ ზემოქმედებას ახდენს. ზოგ შემთხვევაში ის ზემო სასუნთქი გზების კატარს იწვევს, ზოგში - კონიუნქტივიტს, პნევმონიას, ფარინგიტს ან სხვა დაავადებას.

ინფექტიის წყაროა დაავადებული ადამიანი, რომელიც ცხვირ-სახიდან ან განავლის მეშვეობით გამოყოფს ვირუსს. ინფექცია უმთავრესად ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა, შედარებით იშვიათად - საკვების, წყლისა და ვირუსით დაბინძურებული საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით.

გამომწვევის ორგანიზმში მოხვედრის წუთიდან მის გამოვლენამდე 2-12 დღე გაივლის. მეტწილად მწვავედ იწყება, მაგრამ სიმპტომები თანმიმდევრობით ჩნდება. ადენოვირუსული ინფექციის პირველი ნიშნებია:

ორგანიზმში ინფექცია უმეტესად ზემო სასუნთქი გზებიდან ხვდება, იშვიათად - თვალებიდან ან ნაწლავებიდან. თავდაპირველად ზიანდება ცხვირისა და ხახის უკანა კედლის ლორწოვანი გარსი და ნუშურა ჯირკვლები. პირველივე დღეებში ჩნდება ჭარბი გამონადენი ცხვირიდან, რომელიც მალე ჩირქოვანი ხდება. ბავშვი ღია პირით სუნთქავს. ყელი გაწითლებული და შეშუპებული აქვს. ადენოვირუსული ინფექციის ხშირი სიმპტომია ხველა, რომელიც პირველივე დღეებიდან ნახველიანია.

ადენოვირუსული ინფექციის დამახასიათებელი ნიშანია თვალის ლორწოვანი გარსის ანთება - კონიუნქტივიტი. მას ამ დაავადების ერთგვარ სავიზიტო ბარათად მიიჩნევენ. ის დაავადების პირველსავე დღეებში იჩენს თავს. ჯერ ერთი თვალი ზიანდება, შემდეგ პროცესი მეორეზეც ვრცელდება. ავადმყოფი უჩივის თვალის წვას, თვალში უცხო სხეულის შეგრძნებას. ქუთუთო ზომიერად გაწითლებული და შეშუპებულია.

თანდათან პროცესში ერთვება ლიმფური კვანძები.

ადენოვირუსს აქვს ფილტვებში შეღწევის უნარი. ის ბრონქების ლორწოვან გარსსა და ალვეოლებში მრავლდება და პნევმონიას იწვევს. ფეკალურ-ორალური გზით ინფიცირებისას ადენოვირუსი ნაწლავებში ხვდება. ასეთ დროს ინფექცია ფაღარათით მიმდინარეობს.

ადენოვირუსული ინფექციის დროს ხშირია მუცლის ლიმფური კვანძების გადიდება (მეზადენიტი), რასაც თან სდევს მუცლის ძლიერი შეტევითი ტკივილი და მწვავე აპენდიციტის გამორიცხვას მოითხოვს.

ტემპერატურა ნორმას უმეტესად 5-7 დღეში უბრუნდება, თუმცა 2-3 კვირასაც შეიძლება გაგრძელდეს. ზოგჯერ ტემპერატურა ტალღისებრია - იმატებს და იკლებს. სურდო 1-4 კვირას გრძელდება, კონიუქტივიტი - 7 დღეს.

ახალშობილებსა და ჩვილებს შესაძლოა თანდაყოლილი ადენოვირუსული ინფექცია აღმოაჩნდეთ. ნაყოფი მუცლადყოფნის პერიოდში ინფიცირდება. დაავადების პირველი ნიშნები დაბადებისთანავე იჩენს თავს. ის პნევმონიის ან ზემო სასუნთქი გზების კატარის მსგავსად მიმდინარეობს. სხეულის ტემპერატურა ნორმალური ან ოდნავ მომატებულია. დამახასიათებელია ხველა და სუნთქვის გაძნელება.

ადენოვირუსული ინფექცია შეიძლება გართულდეს შუა ყურის ოსტიტით, სინუსიტით და პნევმონიით. ამიტომ აუცილებელია დროული და ადეკვატური მკურნალობა.

მკურნალობა[რედაქტირება]

პროფილაქტიკა[რედაქტირება]

  • ავადმყოფის იზოლაცია;
  • ოთახის ხშირი განიავება;
  • ავადმყოფის ჭურჭლისა და თეთრეულის დამდუღვრა;
  • ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი ბავშვებისთვის - ინტერფერონი ან ლაფერონი (ცხვირში ჩასაწვეთებლად), ელეუტერკოკი ან იმუნალი;
  • ორგანიზმის გაკაჟება და ვიტამინები.
Erste hilfe.svg გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე!


სქოლიო[რედაქტირება]

ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" #13 (151) 2007 წ.