ადამიანი სახის გარეშე: ვლადიმერ პუტინის დაუჯერებელი აღმასვლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადამიანი სახის გარეშე: ვლადიმერ პუტინის დაუჯერებელი აღმასვლა (ინგ. The Man without a face: The unlikely rise of Vladimir Putin) — რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ბიოგრაფია, მაშა გესენის ავტორობით. წიგნი პირველად გამოჩნდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2011 წელს. დაიბეჭდა გამომცემლობა Riverhead-ში. გესენი თავის წიგნში აღწერს, როგორ წაიყვანა ბორის ელცინმა КГБ მეორეხარისხოვანი ოპერი საკუთარ მემკვიდრედ, შემდეგ კი ეს უკანასკნელი სწრაფად გაუსწორდა ნებისმიერ პროგრესულ ძვრებს დემოკრატიისკენ და ხელისუფლებაში მკაცრ ავტოკრატად ჩამოყალიბდა.

2011 წლის 20 ოქტომბერს The Washington Post-ი წერდა, რომ მისი ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის ბიოგრაფია მისი ავტორისთვის საფრთხეს ქმნის. მაშა გესენის ლიტერატურული აგენტი ელიზ ჩეინი ცდილობდა, წიგნის საზღვარგარეთ გამოცემის უფლება გაეყიდა და ეს ისე გაეკეთებინა, რომ წიგნი ჩრდილში დარჩენილიყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]