აგტელეკის მღვიმეები და სლოვაკური კარსტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აგტელეკის მღვიმეები და სლოვაკური კარსტი
Caves of Aggtelek Karst and Slovak Karst
*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა უნგრეთის დროშა უნგრეთი
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები viii
სია 725
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 48°41′08″ ჩ. გ. 20°58′21″ ა. გ. / 48.68556° ჩ. გ. 20.97250° ა. გ. / 48.68556; 20.97250
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1995  (მე-19 სესია)
გაფართოება 2000 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 725
ინგლ.რუს.ფრ.

აგტელეკის მღვიმეები და სლოვაკური კარსტი (ინგლ. Caves of Aggtelek Karst and Slovak Karst) — ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კარსტული მღვიმე, შედგება 712 გამოქვაბულებიდან და გავრცელებულია 55.800 ჰა (138,000 აკრი) საერთო ფართობზე, უნგრეთის და სლოვაკეთის საზღვრის გასწვრივ. უნგრეთში აგტელეკს (სიგრძე 15 კმ) ბარადლას უწოდებენ, სლოვაკეთში — დომიცას (სიგრძე 7 კმ).

ბარადლა დიდი ხანია ცნობილია, დომიცა 1926 წელს აღმოაჩინეს. აგტელიკში ბევრი ტბა, მდინარე, სტალაგტიტებიანი და სტალაგმიტებიანი მიწისქვეშა დარბაზია. მღვიმე მოწყობილია ტურისტების მისაღებად. 1952 წელს აგტელიკის ახლოს სპეოლოგებმა აღმოაჩინეს დიდი კარსტული მღვიმე, რომელსაც „მშვიდობის მღვიმე“ უწოდეს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგტელეკის მღვიმეები და სლოვაკური კარსტი შეიცავს:

აგტელეკის ეროვნული პარკის და დომიცას კომპლექსი არის 21 კმ სირძის, რომლის დაახლოებით ერთი მეოთხედი მდებარეობს სლოვაკეთში და დანარჩენი უნგრეთში. პირველად წერილობით ნახსენებია აგტელეკის ეროვნული პარკის გამოქვაბული 1549 წელს, ხოლო 1920 წლიდან ის ემსახურება ტურისტებს. იან მაიკო აგტელეკის ეროვნული პარკის გამოქვაბული (კომპლექსის სლოვაკეთის ნაწილი) აღმოაჩინა 1926 წელს და ტურისტებისთვის გაიხსნა საჯაროდ 1932 წელს.

გომბასეკის მღვიმე აღმოჩენილ იქნა 1951 წელს 530 მ თავისი 1,525 მ-დან, საჯაროდ გაიხსნა 1955 წელს. მღვიმე ასევე ექსპერიმენტულად გამოიყენება "სპელეოთერაპიისთვი"ს, როგორც სანატორიუმი, რომელიც ორიენტირებულია სასუნთქი გზების დაავადებების განკურნებისთვის, მუდმივი ტემპერატურა 9°C (48°F), მაღალი ტენიანობა 98% ხელსაყრელი მიკროკლიმატურისთვის. გეომორფოლოგიურად ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, მაგრამ მაინც ასევე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოქვაბული, სლოვაკეთმა მისცა მას მეტსახელი "ზღაპარი გამოქვაბულში".

დობშინსკის ყინულის გამოქვაბული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიას დაემატა მხოლოდ 2000 წელს. მღვიმე აღმოჩენილ იქნა 1870 წელს ეუგენ რუფინის მიერ, შემოსასვლელი ცნობილი იყო დიდი ხნით ადრე. საზოგადოებისთვის ღია გახდა აღმოჩენიდან ერთი წლის შემდეგ 1887 წელს, ასევე იგი გახდა პირველი ელექტრონულად განათებულ გამოქვაბული ევროპაში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]