აგრიპინა უმცროსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
იულია აგრიპინა (ლათ. Iulia Agrippina) ხშირად მოიხსენიებენ როგორც აგრიპინა უმცროსი - ახ. წ.-ის 50 წლიდან იულია ავგუსტა აგრიპინა (დ. 6 ნოემბერი 15 – გ. 20 მარტი 59) — გერმანიკისა და აგრიპინა უფროსის ასული, კალიგულას და, კლავდიუსის მეოთხე ცოლი და ნერონის დედა. მისი მამა იყო იმპერატორ ტიბერიუსის ძმა, ხოლო დედა იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსი შვილიშვილი. ბავშვობიდანვე მძიმე ცხოვრება ჰქონდა - ოჯახის წევრთა უმრავლესობა პროსკრიპციებსა და სახელისუფლებო ანგარიშსწორებებს შეეწირნენ, შემდეგ საკუთარმა ძმამ, იმპერატორმა კალიგულამ საყვარლად დაისვა, ბოლოს კი, დიდი ბრძოლა მოუხდა კლავდიუსის ცოლის მესალინას ჩამოსაშორებლად და მათი ვაჟის, ბრიტანიკუსის მოსაკლავად, რათა თავისი შვილისთვის გაეთავისუფლებინა იმპერატორის ტახტისკენ მიმავალი გზა
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Donna Hurley Agrippina the Younger (Wife of Claudius)