აგაჯა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აგაჯადაგომელთა სახელმწიფოს მმართველი 1708-1740 წწ. აკაბას ერთადერთი შვილი. მისი მმართველობის პერიოდი ხასიათდება მუდმივი ომებით. აგაჯა თავისი მეომრებით თავს ესხმოდა მეზობელ ტომებს (განსაკუთრებით იორუბას), ატყვევებდა მათ და მონებად ყიდდა არაბ და ევროპელ ვაჭრებზე. მის შემდეგ მეფობდა თეგბეზუ (1740-1774).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 1, თბ. 2007