აგარტალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აგარტალა — (ბენგ. আগরতলা) — ქალაქი ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შტატ ტრიპურას ადმინისტრაციული ცენტრი.

მოსახლეობა — 367,8 ათ. ადამიანი (2004), ძირითადად ბენგალელები. შტატის უმსხვილესი ქალაქი. ქალაქის მოსახლეობა გაიზარდა თითქმის ორჯერ 2002 წლის აღწერის შემდეგ, როდესაც ის შეადგენდა 189,3 ათ. მოსახლეს, ეს მოხდა ქალაქის ტერიტორიის გაზრდის ხარჯზე[1][2]. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა ინდუისტია, ასევე არის მუსლიმთა, ქრისტიან-ბაპტისტების და ბუდისტების თემებიც.

მდებარეობს შტატის დასავლეთით, ბანგლადეშის საზღვრიდან 2 კმ-ში, მდინარე ჰაორაზე (განგის აუზი).

ქალაქი დაარსებულ იქნა მაჰარაჯა კრიშნა კიშორე მანიკიას მიერ 1849 წელს, როგორც სამთავროს ახალი დედაქალაქი. 1940 წელს მაჰარაჯა ბირ ბიკრამ მანიკია ბაჰადურის დროს ქალაქი მნიშვნელოვნად გადაკეთდა და გაფართოვდა.

აეროპორტი (en:Agartala Airport). 2008 წლის ზაფხულში გაიხსნა რკინიგზის ხაზი, რომელიც ქალაქს აკავშირებს ინდოეთის შტატ ასამთან.

უნივერსიტეტი (en:Tripura University).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Our city — chronology დაარქივებული 2006-05-04 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  2. Official website of the office of the Registrar General and Census Commissioner(ინგლისური)