აბუ ომარ ალ-შიშანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თარხანი 2008 წლის აგვისტოს ომში

აბუ ომარ ალ-შიშანი (არაბ. أبو عمر الشيشاني), ნამდვილი სახელი თარხან ბათირაშვილიჯიჰადისტი საქართველოდან და ჯეიშ-ალ-მუჰაჯირინ ვალ-ანსარის (არაბ. جيش المهاجرين والأنصار; ინგლ. Jaish al-Muhajireen wal-Ansar) ლიდერი, რომელიც სირიის სამოქალაქო ომში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა[1][2].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1986 წელს[3] პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში. ბათირაშვილს ჰყავს ქრისტიანი მამა და მუსლიმი დედა. თარხანი მძიმე პირობებში იზრდებოდა და ბავშვობაში ჩეჩენ ბოევიკებს რუსეთის საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ქართულ არმიას შეუერთდა. იგი მსახურობდა ქართულ ჯარში დაზვერვის სერჟანტად. მონაწილეობა აქვს მიღებული ჩეჩნეთის მეორე ომსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის წინააღმდეგ.

2014 წლის სექტემბერში აშშ-ის ხელისუფლებამ აბუ ომარ ალ-შიშანი „შავ სიაში“ შეიყვანა[4]. თარხან ბათირაშვილი გარდაიცვალა 2016 წლის 14 მარტს, ის ამერიკული ავიაციის იერიშს ემსხვერპლა[5].

ჭორები გარდაცვალების შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 28 სექტემბერს ზოგიერთმა ქურთულმა წყარომ გაავრცელა ხმა მისი და კიდევ 15 თანამებრძოლის დაღუპვის შესახებ, რაც სიცრუე აღმოჩნდა.[6]

2014 წლის ნოემბერში ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა Instagram-ში გამოაქვეყნა დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალ-შიშანი ლიკვიდირებული იქნა. [7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Abdul-Ahad, Ghaith (23 September 2012). „Syria: the foreign fighters joining the war against Bashar al-Assad“. The Guardian. ციტირების თარიღი: 23 September 2012.
  2. Thomas Grove and Mariam Karouny. (March 6, 2013) Militants from Russia's North Caucasus join "jihad" in Syria. REUTERS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 7 October 2013.
  3. Syria crisis: Omar Shishani, Chechen jihadist leader. BBC. ციტირების თარიღი: 2014-08-30.
  4. ვაშინგტონმა "შავ სიაში" შეიყვანა თარხან ბათირაშვილი. „რადიო თავისუფლება“, „ამერიკის ხმის“ პუბლიკაცია, 25.09.2014.
  5. U.S. assesses ISIS operative Omar al-Shishani is dead. CNN
  6. ISIS commander killed in fighting, YPG. ANF - Efrin (September 28, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 7 October 2013.
  7. http://instagram.com/p/vVu8__CRh8