აბუ-ისა
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|აბუ-ისა}} |
| ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|აბუ-ისა}} |
აბუ-ისა იცხაკ ბენ იაკობ ალ-ისპაჰანი — ებრაული მესიანური სექტის ისავიტების ფუძემდებელი და ირანში არაბთა ხალიფატის წინააღმდეგ მე-8 საუკუნეში წამოწყებული აჯანყების თავკაცი. აბუ-ისას ეს აჯანყება დასრულდა ქალაქ რაგის მახლობლად (თანამედროვე რეი, თეირანის სამხრეთით) მისი შენაერთების მარცხით, რომელიც მოიცავდა ათი ათას მეომარს. შესაძლოა აბუ-ისა თვითონაც დაიღუპა ამ ბრძოლაში, თუმცა ისავიტებს არ სჯეროდათ მისი სიკვდილის. აბუ-ისას მიაჩნდა, რომ მესიის მოსვლას წინ უსწრებდა ხუთი წინასწარმეტყველის მოვლინება (მათ შორის იესოს, მუჰამედისა და საკუთრივ მისი).
მან თავის მიმდევრებს დაუწესა 7 ყოველდღიური ლოცვა, თუმცა არ გაუუქმებია შმასა და ამიდას ლოცვები და ტრადიციული ებრაული დღესასწაულები. ისავიტებს ეკრძალებოდათ გაყრა და ხორცისა და ღვინის მიღება. აბუ-ისას სექტა განაგრძობდა თავის არსებობას მე-10 საუკუნის შუამდე, როცა იაკუბ ალ-კირკისანმა დამასკოში ნახა ოცამდე მისი მიმდევარი. მიუხედავად აბუ-ისას სწავლების მკვეთრი გადახვევისა ებრაული ორთოდოქსიიდან, რაბინისტული ავტორიტეტები ისავიტებს სრულუფლებიან იუდეველებად მიიჩნევდნენ. აბუ-ისას სწავლებამ დიდი გავლენა იქონია მის მოწაფე იუდგანზე, კარაიმული ერესის ანან ბენ დავითის დამფუძნებელზე.
სტატიის