აბუხალოს უღელტეხილი
აბუხალოს უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 41°48′55″ ჩ. გ. 43°47′21″ ა. გ. / 41.8153167° ჩ. გ. 43.7893639° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ქარელის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2200 მ |
ქედი | თრიალეთის ქედი |
აბუხალოს უღელტეხილი[1] — უღელტეხილი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ტანისა და ძამის წყალგამყოფზე. ზღვის დონიდან 2200 მ. გადასასვლელი მდინარე ტანის (ატენის ხეობის) სათავეებიდან (გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურიდან) მდინარე ძამის ხეობაში (ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ გვერძინეთში). უღელტეხილის სამხრეთით გვირგვინას ქედზე არის მთა აბუხალო (2255 მ).[2]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 14.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 39.