აბუსალათინის ზეთი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
აბუსალათინის ზეთი, გლიცერინისა და ცხიმოვანი მჟავების რთული ეთერი, მოყვითალო, მწებავი, უსიამოვნო გემოსი და სუსტი სუნის უშრობი ზეთი. მიიღება აბუსალათინის თესლისგან. უწყლო სპირტს ეთერსა და ქლოროფორმს შეერევა ყველა შეფარდებით. გაცივებისას (-16 გრადუსი) სქელდება და იქცევა ლაბისებრ მასად. სიმკვრივე 0,950 - 0,970 გ/სმ3, გასაპვნის რიცხვი 176 - 186, იოდის რიცხვი 82 - 88. იყენებენ საპოხად, აგრეთვე საპნის, ოლიფისა, და სხვ. დასამზადებლად. გოგირდმჟავათი დამუშავებულ ა. ზეთს (ე. წ. ალიზარინის ზეთი) ა.ზ-ს მედიცინაში ხმარობენ საფაღარათო საშუალებად.
სტატიის