აბული (ტბა)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| აბული | |
|---|---|
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 2176 მ |
| ფართობი | 0,9 კმ² |
| საშუალო სიღრმე | 1,4 მ |
| აუზის ფართობი | 8,3 კმ² |
აბული — ტბა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, პატარა აბულის დასავლეთ ფერდობზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 2176 მეტრის სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობია 0,9 კმ², აუზის ფართობი — 8,3 კმ², სიღრმე — 1,4 მ. ტბის ქვაბული წაგრძელებულია ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულის ბოლოსაა, წყალმცირობა — ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში. მუდმივი შენაკადები არა აქვს, გაუმდინარეა, უმეტესი ნაწილი დაფარულია წყალმცენარეებით. ტბაში ტორფის საკმაოდ სქელი ფენაა. ზამთარში იყინება. ტბაში არ არის თევზი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 45, თბ., 1975 წელი.