აბსურდი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბსურდი (ლათ. absurdus, „აზრს მოკლებული“) — რაიმე ალოგიკური, რომელიც საღ აზრს ეწინააღმდეგება.

აბსურდულად ითვლება შეხედულება, რომელის გარეგნულად წინააღმდეგობრივი არ არის, თუმცა მის გაანალიზებას წინააღმდეგობამდე მივყავართ. მაგ. წინადადებაში „ალექსანდრე მაკედონელი უშვილო მშობლების გაზრდილი იყო“ არის მხოლოდ მტკიცება და არ არის უარყოფა, და შესაბამისად, არ არის აშკარა წინააღმდეგობა. თუმცა აშკარაა, რომ ამ მტკიცებიდან გამომდინარეობს წინააღმდეგობა: „ზოგიერთ მშობლებს ჰყავთ შვილები და ამავე დროს არ ჰყავთ ისინი“. აბსურდს განარჩევენ უაზრობისგან. უაზრობა არც ჭეშმარიტებაა და არც სიცრუე, მას ვერ დავუპირისპირებთ სინამდვილეს, რომ გავარკვიოთ, შეესაბამება იგი მას თუ არა. აბსურდული გამონათქვამი კი გააზრებულია და საკუთარი წინააღმდეგობის ძალით სიცრუე გამოდის. მაგ. გამოთქმა „თუ წვიმა მოდის, მაშინ ტრამვაი“ არის უაზრო, ხოლო გამოთქმა „ვაშლი გაჭრილი იქნა სამ არათანაბარ ნახევრად“ კი უაზრო არ არის, თუმცა აბსურდულია.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] ლიტერატურა

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე