აბრაკადაბრა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბრაკადაბრა - /ლათ. abracadabra/ ნიშნავს:

  1. უაზრო სიტყვა, რომელსაც იყენებდნენ წარმართულ ლოცვებში და აწერდნენ ამულეტებზე; ძველი ებრაელების და ბერძნების რწმენით მაგიური ძალა ჰქონდა.
  2. უაზრი სიტყვები, აბდაუბდა.

[რედაქტირება] ისტორია

ეს სიტყვა ამჟამად ფართოდ გამოიყენება, როგორც ინკანტაცია სცენური მაგების მიერ. თუმცა უძველეს დროში ამ სიტყვას გაცილებით უფრო სერიოზულად ეკიდებოდნენ სულების გამოძახებისას და/ან ავადმყოფის ცხელების ან სხვა მძიმე სენისგან განსაკურნავად. პირველიდ დოკუმენტური ხსენება ამ სიტყვისა არსებობს მე-2 საუკუნეში რომის იმპერატორი კარაკალას ექიმი სერენუს სამონიკუსის პოემაში De Medicina Praecepta, რომელმაც ავადმყოფს გამოუწერა ამულეტის ტარება, რომელზეც ეს სიტყვა ამგვარად ეწერა:

A B R A C A D A B R A
A B R A C A D A B R
A B R A C A D A B
A B R A C A D A
A B R A C A D
A B R A C A
A B R A C
A B R A
A B R
A B
A

ამგვარად, მისი ახსნით, სულის გავლენა პაციენტის ავადმყოფობაზე მცირდებოდა. სერენუს სამონიკუსის სამედიცინო სწავლებებს მისდევდნენ სხვა რომაელი იმპერატორებიც, მათ შორის პუბლიუს სეპტიმიუს გეტა და ალექსანდრე სვერუსი.



პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე