აბლაბუდატკიპასებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| აბლაბუდატკიპასებრნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Tetranychidae | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
აბლაბუდატკიპასებრნი (Tetranychidae), ფეხსახსრიანების ოჯახი ტკიპების რიგისა. დედლის სიგრძეა — 0,4-0,5 მმ, მამლისა — 0,2-0,3 მმ. დედალი გაზაფხულზე 50-180 კვერცხს დებს. აბლაბუდატკიპასებრნი მასობრივად მრავლდებიან ივლის-აგვისტოში. ერთი დედალი ზაფხულის განმავლობაში 15-20 თაობას იძლევა. სექტემბერ-ოქტომბერში აბლაბუდატკიპასებრნი იბუდებენ ხის ქერქის ქვეშ ან ჩამოცვენილ ფოღლებში და იქვე იზამთრებენ. საქართველოში მრავალ რაიონში ფართოდ გავრცელებულია აბლაბუდიანი ტკიპა ჩვეულებრივი, რომელიც აზიანებს მრავალი სახეობის მცენარეს.
ბრძოლის ღონისძიებანი: სწორი თესლბრუნვა, მინდვრიდან მცენარეული ნარჩენების გატანა, სარეველების მოსპობა, გოგირდის შეფრქვევა და სხვა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 1, გვ. 29, თბ., 1975
სტატიის