აბიმელექი (გერარის მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბიმელექი (ებრ. אבימלך‎; ლათ. Abimelech) — გერარის ფილისტიმელი მმართველი, ბიბლიურ პატრიარქ აბრაამის თანამედროვე (დაბ. 26:1). რიგი კომენტარების თანახმად, ტერმინი „აბიმელექი“ წარმოადგენს არა საკუთარ სახელს, არამედ მმართველის აღმნიშვნელ წოდებას, ისეთს, როგორიცაა მაგ. ფარაონი.

თორაში აბიმელექი მოიხსენიება სამ ადგილას, რომელიც შეესაბამება ბიბლიური დაბადების 20, 21 და 26 თავებს.

ბიბლიური სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც ღმერთმა გაანადგურა ქალაქები სოდომი და გომორი, აბრაამი მამრეს მუხრანიდან (ქებრონის მთიანეთი) გადასახლდა გერარში (აღმოსავლეთ ნეგევი), სადაც მეფობდა აბიმელექი. ისევე, როგორც ეგვიპტეში ჩასვლისას, აბრაამმა აქაც, საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისათვის, თავისი ცოლი სარა გამოაცხადა საკუთარ დად. 90 წლის სარას სილამაზით მოხიბლულმა აბიმელექმა ის თავის ჰარამხანაში წაიყვანა, მაგრამ ღამით მას ღმერთი გამოეცხადა და გააფრთხილა, რომ თუ ის სარას შეეხებოდა, სიკვდილი არ ასცდებოდა მას და მთელ მის სახლს. აბიმელექმა დაუყოვნებლივ დაუბრუნა სარა აბრაამს და უსაყვედურა, თუ რატომ მოექცა ასე და დაუმალა რომ სარა მისი ცოლი იყო. აბრაამმა აუხსნა მიზეზი და დაუმატა, რომ სარა მართლაც და იყო მისი, ოღონდ მამის მხრიდან.

მოვლენათა დათარიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიური ქრონოლოგიის თანახმად, სარა აბიმელექის სასახლეში აყვანილ იქნა სამყაროს გაჩენიდან 2047 წელს (ქრისტეშობამდე დაახლ. 1713 წელს).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]