აბილინის პარადოქსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბილინის პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ ჯგუფის წევრებმა შეიძლება მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც არც ერთი წევრი იზიარებს. თითოეულ წევრს მიაჩნია, რომ მისი აზრი ეწინააღმდეგება მთლიანი ჯგუფის აზრს და ამიტომ მიდის დათმობაზე. როგორც წესი, საბოლოოდ მათი წინათგრძნობა მართლდება, ყოველი წევრი იმედგაცრუებულია და ერთმანეთს აბრალებს მიღებულ შედეგს.

ეს მოვლენა პირველად აღწერა ჯერი ჰარვიმ თავის სტატიაში The Abilene Paradox and other Meditations on Management.[1] პარადოქსის სახელი მოდის ანეკდოტიდან, რომელიც გამოქვეყნებული იყო ამ სტატიაში:

ტექსასის ერთ ცხელ საღამოს, ვერანდაზე ოჯახი თამაშობდა დომინოს, სანამ სიმამრმა არ შესთავაზა წასულიყვნენ აბილინში (ტექსასში) (მდებარეობს 85 კმ-ით ჩრდილოეთისკენ) და იქ ესადილად. ცოლმა თქვა: „კარგი იდეაა.“ ქმარი, მიუხედავად იმისა, რომ ხვდებოდა, გზა იქნებოდა გრძელი და ცხელი, იფიქრა, რომ სხვებს ანგარიში უნდა გაუწიოს და თქვა: „მგონი ცუდი არ უნდა იყოს; ვიმედოვნებ დედაშენიც დათანხმდება.“ სიდედრმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, წამოვალ! აბელინში დიდი ხანია არ ვყოფილვარ!“

გზა იყო ცხელი, მტვრიანი და გრძელი. როდესაც საბოლოოდ მიაღწიეს კაფეტერიას, სადილი ცუდი აღმოჩნდა. ოთხი საათის შემდეგ, გადაღლილები დაბრუნდნენ სახლში.

ერთ-ერთმა არაგულწრფელად თქვა: „კარგი მგზავრობა გამოგვივიდა, არა?“ სიდედრმა აღიარა, რომ უკეთესი იქნებოდა სახლში დარჩენილიყო, თუმცა წამოვიდა, რადგან დანარჩენი სამი ენთუზიაზმით იყო სავსე. ქმარმა თქვა: „მოხარული ვიქნებოდი, რომ არ წამოვსულიყავი, წამოვედი რადგან დანარჩენი მესიამოვნებინა.“ ცოლმა წარმოთქვა: „მე კი წამოვედი, რომ თქვენ ბედნიერები ყოფილიყავით. გიჟი უნდა იყო, რომ მოგინდეს ასეთ სიცხეში მგზავრობა.“ სიმამრმა შემდეგ თქვა, რომ მან ეს შესთავაზა, რადგან ჩათვალა რომ ისინი მოწყენილები იყვნენ.

ისინი ისხდნენ განცვიფრებულნი ფაქტით, რომ წავიდნენ მგზავრობაში, რომელშიც არავის სურდა. ყველას ერჩივნა ის დღე სახლში, წყნარად გაეტარებინა.

ეს ფენომენი არის ჯგუფური ფიქრის მაგალითი. ის მარტივადაა აღწერილი სხვადასხვა სოციოლოგიური თეორიებით, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ადამიანი იშვიათად ეწინაამღდეგება თავის ჯგუფს. სოციალური თავშეკავობის ფაქტორები ხშირად ახშობს ჭეშმარიტ გრძნობებს და ინდივიდუმის ცალკეული სურვილის რეალიზაციას.

აბილინის პარადოქსი ფართოდ გამოიყენება მმართველობითი ან მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღებისას. თიმბილდინგში ცნობილია როგორც „ცრუ წარმატება ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებისას“.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Harvey, Jerry B. (Summer 1974). „The Abilene Paradox and other Meditations on Management“. Organizational Dynamics 3 (1).