აბზუ

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბზუ, აბსუ, აფსუ, აპსუ — შუმერ-აქადურ მითოლოგიაში მიწისქვეშა წყლების ოკეანე, რომელიც დედამიწას გარს არტყავდა. აბზუს მბრძანებლად ითვლებოდა სიბრძნის ღმერთი ენქი. ამავე დროს, აბზუ ითვლებოდა მსოფლიოში ერთადერთ ადგილად, სადაც ღმერთები ვერ იხედებოდნენ და სადაც ცხოვრობდნენ მსოფლიოს ბატონი ძალები — მე. შუმერულ მითში ენქიმ უბრძანა ნიმახს, დედა-ქალღმერთს, თიხიხსგან ადამიანის გაკეთება. ბაბილონურ მითებში აბზუ არის პირველადი სტიქია, სიცოცხლის პირველმიზეზი, ითვლება ტიამატის ქმრად, ტიამატმა და აბზუმ თავისი წყლები გააერთიანეს და შექმნეს წყლის დემონები, ანშარას და ქიშარის მშობლები. შემდეგ ენქიმ მოკლა აბზუ, ხოლო მისი მკვლელობის ადგილას ააგო სასახლე, სადაც მარდუქი ჩასახა.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Jeremy Black and Anthony Green, 1992. Gods, Demons, and Symbols of Ancient Mesopotamia: an illustrated dictionary, s.v. "abzu, apsû". ISBN 0-292-70794-0
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე