აბესა ბოლქვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოლქვაძე.

აბესა ბოლქვაძე (დ. სამღვთო — გ. 2 სექტემბერი, 1841, ოზურგეთი) — 1841 წლის გურიის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საბატონო აზნაური.

1841 წლის 9 აგვისტოს აჯანყებულთა ერთმა რაზმმა ბოლქვაძის მეთაურობით დაამარცხა აჯანყების ჩასაქრობად გაგზავნილი პოლკოვნიკი ბრუსილოვის ჯარის ნაწილი გოგორეთის ბრძოლაში. იმავე საღამოს გამარჯვებულთა ერთი ჯგუფი თავს დაესხა ჩოლოქის საგუშაგოს, მეორე — გურიანთისკენ მიმავალ ტრანსპორტს. 20-23 აგვისტოს ბოლქვაძე მონაწილეობდა ბრძოლაში ოდიშის მთავრის დავით დადიანის მილიციის წინააღმდეგ გრიგოლეთთან. სექტემბრის დამდეგს ოზურგეთთან ბრძოლის დროს იგი სასიკვდილოდ დაიჭრა და მეორე დღეს გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიხარულიძე ი., გლეხთა აჯანყება გურიაში 1841 წელს, ბათუმი, 1956;
  • ხაჭაპურიძე გ., გურიის აჯანყება 1841 წელს, ტფ., 1931;