აბელია (ლათ. Abelia) — მცენარეთა გვარი ცხრატყავასებრთა ოჯახისა. მისი 36-მდე სახეობა ფოთოლმცვივანი, ხოლო ზოგი მარადმწვანე ბუჩქია. უმრავლესობა გვხვდება აღმოსავლეთ აზიაში, ორი სახეობა - ცენტრალურ ამერიკაში. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ველურად გავრცელებულია ორის სახეობა, Abelia corymbosa (შუა აზიის მთებში) და Abelia coreana (შორეულ აღმოსავლეთში). საქართველოს ბაღ-პარკებში ხარობს 5 სახეობა, უფრო ხშირად გვხვდება ჩინური აბელია (Abelia chinensis) და მრავალყვავილა აბელია (Abelia floribunda). დეკორატიული მცენარეებია. აქვთ პრიალა ფოთოლი და სურნელოვანი ყვავილი. აბელია ყვავილობს ხანგრძლივად, ადვილად მრავლდება კალმებითა და თესლით.
-
აბელია დიდყვავილა Abelia grandiflora großblättrige Abelie
- სახოკია მ., ქსე, ტ. 1, გვ. 25, თბ., 1975