აბდურაჰიმ ჰაგვერდიევი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბდურაჰიმ ბეგ ასად ბეგ-ოღლუ ჰაგვერდიევი
დაბადების თარიღი 17 მაისი, 1870
დაბადების ადგილი შუშა
გარდაცვალების თარიღი 12 დეკემბერი, 1933
ფსევდონიმი აბდურაჰიმ ჰაგვერდიევი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება აზერბაიჯანელი

აბდურაჰიმ ბეგ ასად ბეგ-ოღლუ ჰაგვერდიევი (დ. 17 მაისი, 1870 ქ. შუშა ― გ. 12 დეკემბერი, 1933), აზერბაიჯანელი მწერალი. აზერბაიჯანის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1928).

ბიოგრაფია [რედაქტირება]

1891 წელს დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, 1899-იდან შეუდგა პედაგოგიურ, ლიტერატურულ და თეატრალურ მოღვაწეობას ბაქოში. იყო აზერბაიჯანის თეატრის კომისარი. მის მხატვრულ შემოქმედებაში აისახა ახალი ცხოვრების მშენებლობა სოფლად, აკრიტიკებდა წარსულის გადმონაშთებს, ბურჟუაზიულ წყობილებას, პროპაგანდას უწევდა საბჭოთა ხელისუფლებას. ტრაგედიაში "დანგრეული ბუდეები" (1896) ასახა XIX საუკუნის მიწერულის თავადაზნაურული ფენის სოციალური კრიზისი. პიესაში "უბედური ახალგაზრდა" (1900), პირველად აზერბაიჯანულ ლიტერატურაში, გამოიყვანა პატრიარქალურ-ფეოდალურ სამყაროსთან მებრძოლი დემოკრატიულ გმირი. 1906-იდან აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ "მოლა ნასრედინში", აქვეყნებდა მოთხრობებს, სტატიებს, ფელეტონებს. ეკუთვნის ნარკვევი "აზერბაიჯანის თეატრის ისტორიიდან" (1924), მონოგრაფია "მ. ფ. ახუნდოვის ცხოვრება და მოღვაწეობა" (1928). ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას.

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • შაყულაშვილი გ., ქსე, ტ. 11, გვ. 584, თბ., 1987