აბდულა I იბნ ჰუსეინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბდულა I იბნ ჰუსეინი
عبد الله الأول بن الحسين
Kingabdullahbinhussein.jpg
იორდანიის 1-ლი მეფე
მმართ. დასაწყისი: 25 მაისი, 1946
მმართ. დასასრული: 20 ივლისი, 1951
წინამორბედი: თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე: თალალ იბნ აბდულა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1882
დაბ. ადგილი: მექა, ჰიჯაზი
გარდ. თარიღი: 20 ივლისი, 1951
გარდ. ადგილი: იერუსალიმი, ისრაელი
შვილები: თალალ იბნ აბდულა
დინასტია: ჰაშიმიტები
მამა: ჰუსეინ იბნ ალი
რელიგია: ისლამი

აბდულა I იბნ ჰუსეინი (არაბ. عبد الله الأول بن الحسين‎‎; 1882, მექა20 ივლისი 1951, იერუსალიმი) — იორდანიის პირველი მეფე (1946-1951 წწ.) და იორდანიის სამეფო დინასტია ჰაშიმიტების დამაარსებელი. 1921 წლიდან ტრანსიორდანიის ემირი.

დაიბადა 1882 წელს მექაში. 1896 წელს სასწავლებლად გააგზავნეს ოსმალეთის სულთნის კარზე. 1909-1916 წლებში იყო თურქეთის პარლამენტის დეპუტატი და ვიცე-სპიკერი. 1920 წელს გამოაცხადეს ერაყის მეფედ, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გადადგა თავისი ძმის ფეისალ I-ის სასარგებლოდ. 1921 წელს დიდი ბრიტანეთის დახმარებით გახდა ტრანსიორდანიის ემირი, ხოლო 1946 წლიდან მეფე. 1951 წლის 20 ივლისს პალესტინის ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ალ-აქსას მეჩეთის ზღურბლზე დაცხრილა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: