აბდულა თალიბზადე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბდულა თალიბზადე
დაბადების თარიღი 1881
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 1959
საქმიანობა მწერალი
ეროვნება აზერბაიჯანელი

აბდულა შაიგი თალიბზადე (დ. 1881, თბილისი — გ. 1959), აზერბაიჯანელი მწერალი. დაწყებითი განათლება თბილისში მიიღო. 1901 წლიდან ცხოვრობდა ბაქოში, სადაც ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. შემოქმედების ადრინდელი პერიოდი აღმოსავლური ლიტერატურის ტრადიციებითაა შემოსაზღვრული, მოგვიანებით პროგრესული რომანრიზმის მიმდევარი იყო. მნიშვნელოვანია აბდულა თალიბზადეს მოთხრობები „უბედური ოჯახი“, „წერილმა ვერ მოაღწია“, „ლამაზი გაზაფხული“ (1912-1913); რომანი „არაზი“ (1940), დრამატული ნაწარმოებები: „ელვა“ (1927), „ხასაი“ (1937), „ხალხის შვილი“ (1939), „სამშობლო“ (1942) და სხვა. პიესების დიდი ნაწილი დაწერილია მოზარდთა თეატრისათვის. აბდულა თალიბზადემ თარგმნა ნიზამის „ისქანდერნამეს“ ნაწილი („წიგნი დიდებისა“), შექსპირის „მაკბეთი“, პუშკინის, კრილოვის, ნეკრასოვისა და სხვათა ნაწარმოებები.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 4, გვ. 576-577, თბ., 1979