აბა, დამაცადე! (ანიმაციური ფილმი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| აბა, დამაცადე! | |
| რეჟისორი | ვიაჩესლავ კოტიონოჩკინი |
|---|---|
| სცენარის ავტორი | ფელიქს კამოვი, ალექსანდრე კურლიანდსკი, არკადი ხაიტი |
| როლებს ახმოვანებენ | ანატოლი პაპანოვი, კლარა რუმიანოვა(1-18) ოლგა ზვერევა, იგორ ხრისტენკო (19-20) |
| სტუდია | სოიუზმულტფილმი კრისტმას ფილმზი |
| ქვეყანა | სსრკ, რუსეთი |
| IMDb | ID 0234355 |
აბა, დამაცადე! (რუს. Ну, погоди!) — საბჭოთა ანიმაციური სერიალი მგლისა და კურდღლის თავგადასავლებზე.
1969–1993 წლებში სტუდია „სოიუზმულტფილმმა“ გადაიღო 18 სერია ამ ციკლიდან. რეჟისორია ვიაჩესლავ კოტიონოჩკინი. როლებს ახმოვანებდნენ ანატოლი პაპანოვი (მგელი) და კლარა რუმიანოვა (კურდღელი). უკანასკნელი სერიები შექმნილი პაპანოვის გარდაცვალების შემდეგ, მისი ხმის ჩანაწერებიდან ამონაკრეფის მიხედვით. 2005 წელს სტუდია Christmas Films-ში ანატოლი პაპანოვის შვილმა ალექსეი პაპანოვმა გადაიღო „აბა, დამაცადე!“-ს მე-19 და მე-20 სერია.
საბჭოთა კავშირში, კერძოდ საქართველოში „აბა, დამაცადე!“ ერთერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო ფილმი იყო. ქართულად მულტფილმის სახელს ხშირად არასწორად გამოთქვამენ როგორც „ნუკაბადი“.
[რედაქტირება] გამოშვებები
- გამოშვება 1. ქალაქში და სანაპიროზე (1969)
- გამოშვება 2. ქალაქის პარკში (1970)
- გამოშვება 3. გზაზე (1971)
- გამოშვება 4. სტადიონზე (1971)
- გამოშვება 5. ქალაქში (1972)
- გამოშვება 6. სოფელში (1973)
- გამოშვება 7. გემზე (1973)
- გამოშვება 8. ახალი წელი (1974)
- გამოშვება 9. ტელესტუდიაში (1976)
- გამოშვება 10. მშენებლობაზე (1976)
- გამოშვება 11. ცირკში (1977)
- გამოშვება 12. მუზეუმში (1978)
- გამოშვება 13. ოლიმპიადა '80 (1980)
- გამოშვება 14. ტექნიკოსების სახლი (1984)
- გამოშვება 15. დასვენების სახლი (1985)
- გამოშვება 16. ზღაპარში (1986)
- გამოშვება 17. კუნძულზე (1993)
- გამოშვება 18. სუპერმარკეტი (1993)
- გამოშვება 19. კურორტზე (2005)
- გამოშვება 20. აგარაკზე (2006)
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ინგლისური) აბა, დამაცადე! (ანიმაციური ფილმი) — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).
- სერიალის ისტორია