სამსონ აბაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აბაშიძე, სამსონ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

სამსონ ივანეს ძე აბაშიძე (დ. 1835 ― გ. 1894) — ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. მსახურობდა ალექსანდრე II-ის სამხედრო ამალაში („კონვოიში“). იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი. იქვე დაუახლოვდა მომავალ „თერგდალეულებს“. ქართველ „სამოციანელთა“ შეხედულებების დასაცავად „ცისკარში“ დაბეჭდა ცნობილი წერილი „თერგდალეულეის“ ფსევდონიმით (1862). მისი კრიტიკული-პუბლიცისტური და სატირული თხზულებანი იბეჭდებოდა „ცისკარსა“ და „საქართველოს მოამბეში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]