აბასირი (მდინარე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბასირი
網走川
Abashiri River 02.jpg
დახასიათება
სიგრძე 115 კმ
აუზის ფართობი 1, 380 კმ²
ჩაედინება ოხოტის ზღვა
ქვეყნები იაპონიის დროშა იაპონია
ქალაქები ბიჰორო, ოზორა, იუბეცუ

აბასირი (網走川) — მდინარე იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე. დაახლოებით 1000 წლის წინ, მდინარის აუზში დასახლდა ოხოტის კულტურა, რომელიც შემდეგ კუნძულის სიღრმეში გადაადგილდა. აბასირის ტბის ფსკერზე, ასევე აღმოჩენილია ჯომონის პერიოდის ნარჩენები (პრეისტორიული კულტურა იაპონიაში ძვ. წ. 14 000 – 300 წ.წ.)

მდინარე სათავეს იღებს იუბეცუში, აჰოროს მთის მწვერვალებზე, აკანის ვულკანურ კომპლექსში. სანამ მდინარე აბასირი შეუერთდება აბასირის ტბას, მას ერთვიან სხვა მდინარეები — იუბეცუ და ბიჰორო. მდინარე გამოდის აბასირის ტბიდან და ერთვის ოხოტის ზღვას.