აბაკუმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბაკუმი
ბოიარინის მეუღლე მოროზოვა აბაკუმთან ციხეში. XIX საუკუნის მინიატურა.
დაიბადა 1620 ან 1621
გარდაიცვალა 14 აპრილი, 1682
ხსენების დღე 14 აპრილი და 2 დეკემბერი

აბაკუმი (აბაკუმ პეტროვიჩი; დ. 1620 ან 1621 — გ. 14 აპრილი, 1682) — დეკანოზი, რუსული სტაროობრიადული მოძრაობის მამამთავარი, მწერალი. გაილაშქრა პატრიარქ ნიკონის საეკლესიო რეფორმების წინააღმდეგ, რისთვისაც ციმბირში გადაასახლეს (1653). ოფიციალურ ეკლესიასთან შესარიგებლად 1663 წელს მოსკოვში დააბრუნეს, მაგრამ თავისი შეხედულებები არ უარყო და 1664 წელს კვლავ გადაასახლეს. 1666 წელს საეკლესიო კრებამ აბაკუმი შეაჩვენა და ღირსება ახადა; 1667 წელს მესამედ გადაასახლეს. 1682 წელს მეფის ბრძანებით უახლოეს თანამოაზრეებთან ერთად დაწვეს. თავისი დროის გამოჩენილი მწერალი იყო. მთლიანობაში მიეწერება 43 თხზულება. მისი ცნობილი თხზულებებია „საუბრების წიგნი“, „განმარტებათა წიგნი“, „ცხოვრება დეკანოზ აბაკუმისა“ (1672-1675 შორის) და სხვ. აბაკუმის „ცხოვრება...“ მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტი და ძველი რუსული პროზის შესანიშნავი ნიმუშია, დაწერილია ცოცხალი, ხატოვანი ენით.

ეკუთვნის ბაიკალის ტბის ერთ-ერთი პირველი აღწერა. დაურიიდან დაბრუნებისას, 1662 წელს გადაცურა ბაიკალი და აღწერა იგი მხატვრული თვალსაზრისით.

თხზულება[რედაქტირება]

  • Житие протопопа Аввакума, им самим написанное, и др. его соч., М., 1960.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • რუსული ლიტერატურის ისიტორია, თბ. 1960;