აა-ლავა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აა-ლავა

აა-ლავა[1] (ჰავ. ʻAʻā) — ლავური ნაკადი, რომელიც გახლეჩილია ცალკეულ ნაწილებად ე.ი. ნატეხებად უსწორმასწორო შლაკურ ზედაპირთან ერთად. აა-ს ლავები ტიპურია საშუალო და მცირე ბლანტი ბაზალტებისთვის და ხშირად წარმოდგენილია მღელვარე ლავურ ნაკადებთან ერთად, რომელიც მასთან შედარებით განირჩევა შედარებით სწრაფი დინებითა და დიდი სიმძლავრით (4,5-6 მ). ტიპური ლოდა ლავებისაგან იგი განსხვავდება ნატეხების მცირე ზომითა (ჩვეულებრივ დიამეტრი 1 მ-ზე ნაკლები, იშვიათად 1,5 მ-მდე) და უსწორმასწორო ზედაპირით.[2]

აა-ლავა დამახასიათებელია ჰავაის კუნძულებისა და ისლანდიის ვულკანებისთვის. შეინიშნება აგრეთვე კამჩატკის ნახევარკუნძულის ვულკანზე, ვეზუვიზე და სხვ. ისლანდიაში აა-ლავებს „აპალჰრაუნს“ უწოდებენ. ალფრედ რიტმანი ასეთ ნაკადებს შლაკურ-ლოდა ნაკადს უწოდებს (1960), ხოლო თომას ჯაგარი — აფროლითებს (1917).[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. მეტალურგიული ტერმინების ლექსიკონი (ქართული)
  2. геологический словарь. Том I А-Л. Государственное научно-техническое издательство литературы по геологии и охране недр. Москва 1955.
  3. ყველაფერი გეოლოგიის შესახებ (რუსული)