აახენის ტაძარი
| აახენის ტაძარი* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | i, ii, iv, vi |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | ევროპა |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1978 (მე-2 სესია) |
| ნომერი | 3 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 3 რუს. • ინგლ. • ფრ. |
აახენის ტაძარი (გერმ. Aachener Dom, Aachener Münster, Kaiserdom), ხშირად მოხსენიებული როგორც „იმპერიული ტაძარი" — რომანულ-კათოლიკური ტაძარი გერმანიის ქალაქ აახენში. ტაძარი უძველესია მთელს ჩრდილოეთ ევროპაში. შუა საუკუნეებში მას იცნობდნენ როგორც „აახენის ღვთისმშობლის სამეფო ეკლესია". 600 წლის მანძილზე, 936 - 1531 წლებში, ტაძარი წარმოადგენდა გერმანელ მეფეთა კორონაციის ადგილს, ამ დროის განმავლობაში, აქ გერმანიის 30 მეფე და 12 დედოფალი ეკურთხა. ამჟამად ტაძარი აახენის ეპარქიის ცენტრია.
თავდაპირველად, ამ ადგილას პატარა სამლოცველო 1792 წელს კარლოს დიდმა ააშენა.[1] 805 წელს კი მის ადგილას ლეო III-მ ააშენა ეკლესია ღვთისმშობლის სახელზე. თითქმის მთლიანად განახლდა X საუკუნეში. ასევე ფართო რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1881 წელს. დღს კარლოს დიდის სამლოცველო ტაძრის შუაგულშია მოქცეული.
გოთიკურ პერიოდში, პილიგრიმთა უზარმაზარი ნაკადების გამო, ტაძარს დაემატა მგალობელთა დარბაზი, კარლოს დიდის გარდაცვალებიდან 600 წლისთავზე კი ორნაწილიანი კაპელა.
1978 წელს, იუნესკომ ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, როგორც პირველი გერმანული და ერთ-ერთი სამი პირველი ევროპული ისტორიული ანსამბლიდან.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- კათედრალის გზამკვლევი
- Aachen Cathedral website (in German)
- Cathedral Music
- 12 pictures of the Cathedral
- panorama from Peter Braatz
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Kenneth J. Conant, Carolingian and Romanesque Architecture, 4th ed. (New Haven, 1994), p. 47).