აალტოს უნივერსიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აალტოს უნივერსიტეტი
Areal of Helsinki Univerisity of Technology.jpg
დაფუძნდა 2010
ტიპი საჯარო
მდებარეობა ესპოო, ფინეთი
საიტი http://www.aalto.fi/ www.aalto.fi]
Aalto University logo.svg

აალტოს უნივერსიტეტი (ფინ. Aalto-yliopisto, შვედ. Aalto-universitetet) — ტექნოლოგიებსა და დიზაინზე ორიენტირებული სამი უმაღლესი სასწავლებლის შერწყმის შედეგად შექმნილი უნივერსიტეტი ფინეთში.

2013 წელს ავტორიტეტული ბრიტანული კომპანია QS Quacquarelli Symonds-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიოტინგში უნივერსიტეტი მსოფლიოს 196 საუკეთესო უმაღლეს სასწავლებელთა სიაში მოხვდა.

ისტორია[რედაქტირება]

უნივერსიტეტი დაარსებულია 2010 წლის 1-ელ იანვარს ჰელსინკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის, ეკონომიკის უმაღლესი სკოლისა და ჰელსინკის ხელოვნების, დიზაინისა და არქიტექტურის ინსტიტუტის შერწყმით.

2012 წელს განცხადება გაკეთდა, რომ სამწლიანი პროგრამის AppCampus-ის ფარგლებში, კომპანია Microsoft და ნოკია აალტოს უნივერსიტეტში ცხრა-ცხრა მილიონი ევროს ინვესტიციას ჩადებდნენ მობილური აპლიკაციებისა და მომსახურების განვითარების საქმეში Windows-ის სმარტფონებისთვის. გარდა ამისა, პროგრამა მოიცავს Nokia-ს სხვა ტელეფონების ოპერაციული სისტემების, მაგალითად Symbian-ის განვითარებასაც. უნივერსიტეტის ტექნოლოგიური განვითარების ცენტრში მიაჩნიათ, 3D-ბეჭდვის ახალ-ახალი პროგრამები და აღჭურვილობა ფინეთში მრავალრიცხოვანი შესაძლებლობის კარს უხნის ადგილობრივ ბიზნესს.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]