Одноклассники.ru

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Одноклассники.ru
Одноклассники.ru
მისამართი Odnoklassniki.Ru
ენა რუსული, უკრაინული
მფლობელი ალბერტ პოპკოვი (31,9%), ირინა პოპკოვა (31,8%), Ou Tobias (18,3%), Digital Sky Technologies (18%)
საიტის ტიპი სოციალური
რეგისტრაცია უფასო
შემქმნელი ალბერტ პოპკოვი
გაშვების თარიღი 4 მარტი, 2006 წ.
სტატუსი აქტიური

Одноклассники.ru (www.odnoklassniki.ru, ოდნოკლასნიკი.რუ) — სოციალური ქსელის ტიპის ვებ-გვერდი, რომელზეც შესაძლებელია მეგობრებისა და თანაკლასელების პოვნა, მათი საკუთარ სიებში დამატება,ონლაინ თამაშების თამაში, სურათების გამოქვეყნება (ასევე მათი შეფასება ხუთბალიანი სისტემით და მათი კომენტირება).

ვებ–გვერდი ამუშავდა 2006 წლის 4 მარტს და წარმოადგენს ამერიკული Classmates.com–ის ანალოგს. საიტი ძირითადად პოპულარულია ყოფილ სსრკს ქვეყნებში. 2011 წლისთვის რეგისტრირებული იყო 45 მილიონი მომხმარებელი, რომელთაგანაც 17 მილიონი ყოველდღიურად სარგებლობდა ქსელის მომსახურებით [1].

საქართველოში Одноклассники.ru–ს მომხმარებელთა მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდა 2009 წელს, როდესაც საიტი Alexa Internet-ის რეიტინგით პირველი იყო საქართველოდან მოხმარებულ საიტებს შორის.2011 წლისთვის Одноклассники.ru–მა კონკურენციის შედეგად ქართული ბაზრის უდიდესი წილი Facebook-თან დაკარგა და 5–ე პოზიციაზე გადაინაცვლა [2].

Одноклассники.ru-ს მისამართები [რედაქტირება]

სქოლიო [რედაქტირება]