ერლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერლის საკორონაციო მანტია.

ერლი (ინგლ. Earl) — ბრიტანული არისტოკრატიული ტიტული, რომელიც გრაფის ტიტულს შეესაბამება.

სახელწოდება „ერლი“ წარმოიშვა დანიური „იარლი“-დან და დანიელთა მიერ ინგლისის დაპყრობის შემდეგ გავრცელდა. მან შეცვალა მანამდე ხმარებაში მყოფი საქსონური ტიტული „ეალდორმანი“. „ერლი“ XIV საუკუნემდე ინგლისური არისტოკრატიის უმაღლესი ტიტული იყო.

1355 წელს ედუარდ III-მ თავის შვილს ედუარდს მეტსახელად „შავ პრინცს“ კორნუოლის ჰერცოგის ტიტული უბოძა და ამით ერლის ტიტულმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა. 1386 წელს რიჩარდ II-მ რობერტ დე ვერი დუბლინის მარკიზი გახადა და ერლის ტიტული კიდევ ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა.

დღეისათვის ერლის ტიტული მხოლოდ არისტოკრატული ტიტულია და არავითარი ტერიტორიული ხელისუფლების მქონე არაა. „ერლს“ ისევე როგორც „ვიკონტს“ და „ბარონს“ მიმართთავენ შემდეგი თავაზიანი ფორმით: „ნამდვილად ღირსეულო“ (ინგლ. Right Honourable).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Marc Morris, The King's Companions (History Today December 2005)
  • Geoffrey Hughes, Swearing : a social history of foul language, oaths and profanity in English, ISBN 0-14-026707-7
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ერლი&oldid=2944845“-დან