საქსონიური დინასტია
თემა
(გადამისამართდა გვერდიდან საქსონები)
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5e/StammtafelOttonen0002.jpg/220px-StammtafelOttonen0002.jpg)
საქსონიური დინასტია — გერმანელ მეფეთა (919-1024) და საღვთო რომის იმპერიის იმპერატორთა (962 წლიდან) დინასტია. მისი ფუძემდებელია ჰაინრიხ I ფრინველმჭერი (მეფე 919-936). მისი მემკვიდრეები იყვნენ: ოტო I (მეფე 936-961, იმპერატორი 962-973), ოტო II (მეფე 961-983), იმპერატორი 973-983), ოტო III (მეფე 983-1002, იმპერატორი 996-1002). ოტო III-ის გარდაცვალების შემდეგ საქსონიური დინასტიის პირდაპირი შტო შეწყდა. მეფე გახდა საქონიური დინასტიის გვერდითი შტოს წარმომადგენელი, ბავარიის ჰერცოგი ჰაინრიხ II (მეფე 1002-1024), იმპერატორი 1014-1024). საქსონიური დინასტია ფრანკონიულმა დინასტიამ შეცვალა.
საქსონური დინასტიის მეფეები და იმპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჰაინრიხ I ფრინველმჭერი, აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს მეფე და საქსონიის გრაფი. მოკვდა 936 წელს.
- ოტო I დიდი, საღვთო რომის იმპერატორი და საქსონიის გრაფი. მოკვდა 973 წელს.
- ოტო II წითური, საღვთო რომის იმპერატორი. მოკვდა 983 წელს.
- ოტო III, საღვთო რომის იმპერატორი. მოკვდა 1002 წელს.
- წმინდა ჰაინრიხ II (სრი), საღვთო რომის იმპერატორი. მოკვდა 1024 წელს.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4a/Commons-logo.svg/35px-Commons-logo.svg.png)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 198-199.
- Karl Leyser, "Ottonian Government" The English Historical Review 96.381 (October 1981), pp 721–753.