ნუკლეაზები
(გადამისამართდა გვერდიდან ნუკლეაზა)
ნუკლეაზები — ფერმენტების დიდი ჯგუფი, რომელიც აჰიდროლიზებს ფოსფოდიეთერულ ბმას ნუკლეინის მჟავების სუბერთეულებს შორის. მათი სპეციფიკურობიდან გამომდინარე განასხვავებენ ნუკლეაზების რამდენიმე ტიპს: ეგზონუკლეაზები და ენდონუკლეაზები, რიბონუკლეაზები და დეზოქსირიბონუკლეაზები, რესტრიქტაზები და კიდევ რამდენიმე სხვა. რესქტრიქტაზები მნიშვნელოვან როლს იკავებენ გამოყენებით მოლეკულურ ბიოლოგიაში.
როლი ორგანიზმში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საკვების ნუკლეინის მჟავების მონელება (საჭმლის მომნელებელი ფერმენტები)
- უცხო ნუკლეინის მჟავების წაშლა (დაცვითი ფუნქცია)
- უჯრედებში ნუკლეინის მჟავების სინთეზისა და დაშლის რეგულაცია