მშვილდოსნის თანავარსკვლავედი
თემა
(გადამისამართდა გვერდიდან მშვილდოსანი (თანავარსკვლავედი))
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/80/Sagittarius_constellation_map.png/280px-Sagittarius_constellation_map.png)
მშვილდოსნის თანავარსკვლავედი (ლათ. Sagittarius) — ზოდიაქოს თანავარსკვლავედი; ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავები 1,8 და 2,0 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდისაა. მშვილდოსნის მიმართულებითაა ცაზე ზამთრის მზებუდობის წერტილი და გალაქტიკის ცენტრი, აგრეთვე შეუიარაღებელი თვალით ხილვადი სფერული ვარსკვლავთგროვა M 55. დაკვირვებისათვის საუკეთესო პირობებია ივნისს-ივლისში. საქართველოს ტერიტორიიდან მშვილდოსანი მთლიანად მოჩანს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 247.